ფორმულა 1: "ფორს ინდია" ცოტათი განსხვავებულია

AutoSharing Option
"ფორს ინდია" გახდა მეოთხე გუნდი, რომელმაც 2017 წლისთვის განკუთვნილი ბოლიდის პრეზენტაცია მოაწყო.

წარდგენა სილვერსტოუნში მოხდა. ჟურნალისტებსა და ექსპერტებს ბოლიდი უჩვენეს საჯინიბოს პილოტებმა - მექსიკელმა სერხიო პერესმა და ინდური გუნდის დებიუტანტმა, ფრანგმა ესტებან ოკონმა. ახალი მანქანის ინდექსია - VJM10.

"უილიამსის", "ზაუბერისა" და "რენოს" მანქანებთან ყველაზე დიდი განსხვავება წინა მხარეშია - "ფორს ინდიას" "ცხვირს" უჩვეულო დიზაინი აქვს და ის მოგვაგონებს ფორმულა 1-ის მანქანებს ორი-სამი წლის წინ.

გასული სეზონი საუკეთესო იყო "ფორს ინდიას" ისტორიაში. ვიჯეი მალიას შეგირდებმა მეოთხე ადგილი დაიკავეს კონსტრუქტორთა თასზე. და
ახლა, VJM10-ით, ინდური გუნდი შეეცდება მიღწეულის შენარჩუნებას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული