ფორმულა 1: ესეც ახალი "რენო"!

AutoSharing Option
გუშინ, ლონდონში გაიმართა ფრანგული საჯინიბო "რენოს" ახალი მანქანის - Renault R.S. 17-ის პრეზენტაცია. მასში მონაწილეობას იღებდნენ ფრანგული ავტოკონცერნის სპორტული განყოფილების ხელმძღვანელები, სპონსორები და გუნდის მრბოლელები.

მანქანამ შეინარჩუნა ძველი შეფერილობა, თუმცა შავი ფერი აშკარად უფრო მეტი გახდა. ასევე თვალში გვხვდება "რენოს" ახალი სპონსორის - Castrol-ის ლოგოები.

რაც შეეხება კონსტრუქტორულ სიახლეებს, როგორც მოსალოდნელი იყო, R.S. 17-ის სილუეტი საკმაოდ "სწრაფია", რასაც სხვადასხვა დეტალის დამახასიათებელი ფორმა ადასტურებს. რაც შეეხება ბოლიდის წინა მხარეს, ის შარშანდელ "მერსედესს" მოგვაგონებს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული