ფორმულა-1 2017:ფავორიტები ჰემილტონი და "მერსედესი"

AutoSharing Option
ბრიტანული ავტორიტეტული საბუკმეიკერო კანტორა William Hill ფსონებს იღებს 2017 წლის ჩემპიონატზე.

მომავალი სეზონის ფავორიტად მიიჩნევა ლუის ჰემილტონი, თუმცა, ამჯერად, მას უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე ერთი წლის წინ. ხოლო "მერსედესის" ახალი პილოტის ვალტერი ბოტასის კოეფიციენტი ზუსტად იგივეა, რაც ერთი წლის წინ ნიკო როსბერგს ჰქონდა.

კოეფიციენტები ტიტულზე:
ჰემილტონი - 2.25
ბოტასი - 3.75
ფერსტაპენი - 4.33
რიკარდო - 5.50
ფეტელი - 17.00
ალონსო - 34.00
რაიკონენი - 51.00
ვანდორნი - 101.00

* * *
კონსტრუქტორთა თასზე გამარჯვებაზე პირველი სამეული იმეორებს შარშანდელი
ჩემპიონატის შედეგებს, "ფორს ინდიამ" კი ორი პოზიცია დაკარგა და წინ გაუშვა "მაკლარენი" და "რენო".

საინტერესოა, რომ "ზაუბერზე" უფრო მაღალი კოეფიციენტი აქვს "მანორს", არადა, ამ უკანასკნელს ჯერ არ დაუდასტურებია მონაწილეობა 2018 წლის სეზონში.

კოეფიციენტები კონსტრუქტორთა თასზე:
მერსედესი - 1.67
რედ ბული - 2.50
ფერარი - 9.00
მაკლარენი - 17.00
რენო - 67.00
ფორს ინდია - 251.00
ჰაასაი - 251.00
ტორო როსო - 251.00
უილიამსი - 401.00
მანორი - 2001.00
ზაუბერი - 2501.00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული