ფორმულა 1. ოფიციალურად: ბოტასი "მერსედესშია"!

AutoSharing Option
გუშინ, ოფიციალურად გამოცხადდა, რომ "მერსედესში" ლუის ჰემილტონის პარტნიორი იქნება ვალტერი ბოტასი. 27 წლის ფინელი "მერსედესში" გერმანელი ნიკო როსბერგის ადგილს დაიკავებს, რომელმაც კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა.

"ეს შესანიშნავი შესაძლებლობაა ვალტერისთვის. მან ბევრი მისცა "უილიამსს". არავის სურს საკუთარი რიგებში იყოლიოს პილოტი, რომელსაც სხვაგან გადასვლა სურს. ასევე არასწორია, პილოტს ასეთი შანსი მოუსპო. თუმცა, გარიგება უნდა აწყობდეს "უილიამსს" და ამაზე ვმუშაობდით ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში", - წერია "უილიამსის" განცხადებაში.

ამ ტრანსფერის სანაცვლოდ, გერმანულმა გუნდმა ბრიტანულ საჯინიბოში გაუშვა პადი ლოუ, აგრეთვე ფასი დაუკლო საკუთარ ძრავებზე.

ბოტასს "უილიამსში" შეცვლის 35 წლის ბრაზილიელი ფელიპე მასა, რომელთანაც ერთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა. 2016 წლის სეზონის შემდეგ, მასამ კარიერა დაასრულა, მაგრამ მიიღო "უილიამსის" წინადადება დაბრუნებაზე. ბრაზილიელის თანაგუნდელი "უილიამსში" დებიუტანტი ლენს სტროლი იქნება.

ბოტასს ფორმულა 1-ში დებიუტი 2013 წელს ჰქონდა. მას 78 გრანპრიში მიუღია მონაწილეობა, ცხრაჯერ მოხვდა პოდიუმზე, ერთხელ გაიარა უსწრაფესი წრე და სულ დააგროვა 411 ქულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული