სხვა

ტყვიის სროლა

ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს

AutoSharing Option
,,პარიზი 2024" ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია!

სამივე სინჯის ოლიმპიური მედლის მფლობელი, ლეგენდარული ტყვიის მსროლელი ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს.

მესამე ევროპულ თამაშებზე ტყვიის მსროლელმა ქალებმა სპორტული პისტოლეტიდან სროლაში (25მ) დღეს მედლებისთვის ბრძოლა განაახლეს. ნინო სალუქვაძემ ამ დისციპლინაში მეოთხე ადგილი დაიკავა და კარიერაში მეათედ მოიპოვა ოლიმპიური თამაშების ლიცენზია!

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ათ ოლიმპიადაზე ქალ სპორტსმენს ჯერ არ უასპარეზია. ნინო სალუქვაძე ერთადერთი ქალია, რომელმაც ცხრა ოლიმპიურ თამაშებში მიიღო მონაწილეობა.

წყარო: საქართველოს ოლიმპიური კომიტეტი/Georgian National Olympic Committee

altნინო სალუქვაძეს სპეციალური

ჯილდო გადასცეს

altნინო სალუქვაძე: უნდა დავემორჩილოთ საღ აზრს