საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში იასპარეზებს

AutoSharing Option
ჩვენმა ქალმა მოჭადრაკეებმა ჩინეთის ნაკრებთან პირველი მატჩის მოგების შემდეგ, მეორე შეხვედრა ფრედ დაასრულეს და ნახევარფინალის საგზური მოიპოვეს.

ნახევარფინალში ქართველები ამერიკელ მოჭადრაკეებს დაუპირისპირდებიან.

პოლონეთში მიმდინარე მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე 10 სექტემბერს ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართება, ხოლო 11 სექტემებრს ფინალური.

მსოფლიოს ჩემპიონის ტიტულისათვის 4 ნაკრები იბრძვის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთისა და ყაზახეთის.

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია


მკითხველის კომენტარები / 2 /
ყოჩაღთ გოგონებო, გვიყვარხართ, უფალმა გაგაძლიეროთ და წარსულის დიდება დაგაბრუნებინოთ სამშობლოს სადიდებლად.
გაიოზი
13:48 10-09-2023
0
გენაცვალეთ!
ირაკლი
12:14 10-09-2023
0

სიახლეები პოპულარული