22 ოქტომბერს ჯიუ-ჯიცუს რიგით მე-7 ტურნირი გაიმართება

AutoSharing Option
კვირას, 22 ოქტომბერს, 13:00 საათიდან, ჯიუ-ჯიცუს რიგით მე-7 ტურნირი გაიმართება.

საქართველოს ჯიუ-ჯიცუს ტურნირი 2022 წელს დაფუძნდა და მისი მიზანია, ჩვენს ქვეყანაში, სპორტის ეს სახეობა უფრო მეტად განვითარდეს, გახდეს პოპულარული, გავიდეს საერთაშორისო დონეზეც და უახლოეს პერიოდში საქართველო ჯიუ- ჯიცუს ტურნირების ერთ-ერთ მსოფლიო ჰაბად გადაიქცეს.

შეჯიბრება ორ მიმართულებაში: -კიმანოთი (GI) და კიმანოს გარეშე (NO GI) ტარდება.

დღეის მონაცემებით, ტურნირში მონაწილეობას როგორც ქართველი, ასევე უცხოელი 200-მდე ახალგაზრდა სპორტსმენი იღებს და ეს რიცხვი მზარდია.

დამფუძნებლები არიან: გიორგი ობოლაძე (მსოფლიო ჩემპიონი ჯიუ-ჯიცუში) და ნიკა მურადაშვილი.

ოფიციალური მხარდამჭერები
: ბრაზილიის და იაპონიის საელჩოები, British international school და დაცვის სამსახური "მაგისტრი".

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული