მარიუპოლში მსოფლიო ჩემპიონი დაიღუპა

AutoSharing Option
ბლოკადაში მყოფი მარიუპოლი უკრაინაში ამჟამად ყველაზე ცხელი წერტილია და სწორე ამ ქალაქში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი მსოფლიო ჩემპიონი მაკსიმ კაგალი დაიღუპა. 

შაბათ ღამით, მაკსიმი, რომლის მეტსახელით "პითონი" იყო, მარიუპოლზე რუსების შეტევისას დაიღუპა. სპორტსმენი სამხედრო ქვედანაყოფი "აზოვის" მოხალისე იყო. ახალგაზრდა კიკბოქსიორის დაღუპვის შესახებ საზოგადოებას მისმა მწვრთნელმა, ოლეგ სკირტამ ამცნო.

"ძალიან დასანანია, რომ ომის მსხვერპლები საუკეთესოები ხდებიან. ის ჩვენს კლუბში პირველი მსოფლიო ჩემპიონი იყო, პირველი უკრაინელი, რომელმაც ISKA-ს ქამარი მოიპოვა. მაკსიმი, უბრალოდ, გულწრფელი და სამართლიანი ადამიანი იყო," - დაწერა სკირტამ. 

კაგალი მსოფლიო ჩემპიონი 2014 წელს გახდა. საბრძოლო ხელოვნების გარდა, ახალგაზრდულ ასაკში რაგბისაც თამაშობდა უკრაინის
7-კაცა რაგბის ჩემპიონატის გამარჯვებულიც იყო. 

მომზადებულია segodnya.ua-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 6 /
რა ამბებიც აზოვის ორგანიზაციაზე/ბატალიონზე მესმის, შეგეძლოთ დაგეწერათ ნაცისტი მსოფლიო ჩემპიონი დაიღუპაო.
odala
09:25 28-03-2022
171
სამწუხაროა...გმირები კვდებიან, ვირთხები პოლიტიკაში მიდიან და ხალხს ისინი(პოლიტიკოსები) გმირები გონიათ და სამწუხაროდ ადიდებენ. გაუმარჯოს უბრალო ხალხს გმირებშ!!!
(ყველა პოლიტიკოსის დედას შევე@ი)
koba
09:19 28-03-2022
3

სიახლეები პოპულარული