სხვა

სხვადასხვა

წლის თემა: თქვენ ამას არ ელოდით - რუსები პოლიტიკის რანგში აყვანილ სპორტში მაგრად დასაჯეს!

AutoSharing Option
ფაქტობრივად, მთელმა 2022 წელმა რუსეთ-უკრაინის ომში გაიარა, დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი ათასობით მშვიდობიანი მოსახლე... რა თქმა უნდა, ყველაფერმა ამან სპორტზეც დიდი დოზით იმოქმედა - რუსული ნაკრებები და კლუბები თითქმის ყველა სახეობაში "თამაშგარე" დარჩნენ. სწორედ ამას ეხებოდა სტატია, რომელიც Sportall.ge-ზე 2022 წლის მარტში გამოქვეყნდა და წლის ბოლოს მას კვლავ გთავაზობთ...

უკრაინაში უდანაშაულო ადამიანები კვლავ იხოცებიან. მსოფლიო გამოცოცხლდა და რუსეთის ფედერაციას თავს სანქციები დაატეხა. ჩვენ სპორტული მიმართულების ვართ და ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა სპორტში არსებული ვითარება უმნიშვნელო არასდროსაა, მით უმეტეს, რუსეთისთვის, რომელსაც ის
პოლიტიკის რანგში ჰყავს აყვანილი...

როგორც ეკონომიკაში, პუტინი ამ მასშტაბის დასჯას არც სპორტში ელოდა. რატომ? - გულწრფელები ვიყოთ, რუსეთის ფედერაციას ნიღაბი დღეს და გუშინ არ ჩამოუხსნია. მაშინ რატომ ჩატარდა მსოფლიო ჩემპიონატი, ეს უდიდესი ფორუმი ამ ქვეყანაში? მაინცდამაინც ცხელი კონფლიქტის კერას უნდა ეარსება? უფრო შორს რომ არ წავიდეთ, 2008-ის თუ 2014-ის მოვლენები საკმარისი არ გამოდგა? კარგია, როცა მომავალ მუნდიალზე ისინი არ იქნებიან, თუმცა აქამდეც ბევრი რამ "აჩუქეს". ალბათ, ამიტომაც არ ელოდა არა მხოლოდ რუსეთის ფედერაცია, დასავლური სამყაროც კი ასეთ რადიკალურ ნაბიჯებს. წარსულს რომ შევეშვათ,  მთავარია, რომ ეს მოხდა!

რუსეთში ოლიმპიადა ჩატარდა. წარმოიდგინეთ, ღონისძიებაზე, რომლის მთავარი გზავნილიც მშვიდობაა და რუსეთის ფედერაცია მისი მიმდინარეობისას ომს ეწეოდა. ეს ამბავი თითქოს არაფერი, ისე "გავატარეთ". წარმოიდგინეთ, რომ პუტინს ოქროს ორდენიც კი მიანიჭეს. დოპინგ-სკანდალის შემდეგ რუსები დაისაჯნენ, თუმცა რეალური სანქცია და დასჯა ისაა, რასაც ახლა ვხედავთ...

პუტინი და ძიუდო - ეს თემა მისთვის ცოტათი საკრალურია, რადგან რუსეთში ჩატარებულ უმნიშვნელო ტურნირებსაც კი ესწრება და საერთაშორისო ფედერაციიდან საპატიო სტატუსებიც არ დანანებიათ. ახლა ეს ორგანიზაციაც რადიკალურ ნაბიჯებზე გადავიდა... "მსოფლიო რაგბი", საკალათბურთო ევროლიგა... ეს "დომინოს პრინციპია", სითამამე გადამდები გახდა, არავის სურს ისტორიული მოვლენების მიღმა დარჩეს...

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ რუსული გავლენების ფაქტორები "გაზპრომის" მიერ დახარჯული  დიდი ფინანსები ან მის მიმართ ერთგვარი შიშის დამოკიდებულებაც კი ყოფილიყო. ყველა აზრს აქვს არსებობის უფლება, მაგრამ მთავარია შედეგი, რაც ის იყო, რომ პუტინმა ისევ გაბედა, ამჯერად უკრაინაში...

რა თქმა უნდა, ამდენი სანქციით რუსეთი კუთხეში მიმწყვდეულია და ასეთ დროს იქნებ უფრო საშიშიცაა, თუმცა ყოველგვარი "მაგრამის" გარეშე, პროგრესული სამყარო ამ ნაბიჯზე უნდა წასულიყო!

ჩვენი პროფილიდან გამომდინარე, შორს ვერ "გავცურავთ" - თუმცა ისევ იმას დავუბრუნდეთ, რომ რუსეთი ამდენ სანქციას არ ელოდა. იქნებ კოვიდ-პანდემიის გამო პუტინი ცოტათი რეალობას მოწყდა ან უბრალოდ უკანასკნელი შანსის გამოყენებას ეცადა, რადგან მერე მისი განხორციელება მისთვის კიდევ უფრო რთული იქნებოდა.

გაგრძელება იქნება, მთავარია, მშვიდობა იყოს!

alt"ბორჯღალოსნები" რუსებს ვეღარ შეხვდება - "დათვების" დასჯა

altპუტინს ოლიმპიურ მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის მინიჭებული ოქროს ორდენი ჩამოართვეს

altსინათლე გვირაბის ბოლოს - FIFPro-მ რუსეთიდან ლეგიონერების გამოსახსნელად ფიფას მიმართა

altვერდიქტი გამოტანილია - ფიფამ და უეფამ რუსული გუნდები მოკვეთეს