სხვა

სხვადასხვა

ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო სეოკმა დაჯილდოება გადადო

AutoSharing Option
დღეს, 18 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ყრილობა შედგა, სადაც სეოკის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა წლის ანგარიში წარადგინა.

ყრილობის ბოლოს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენის დაჯილდოება უნდა გამართულიყო, თუმცა ლუკა სირაძის გარდაცვალების გამო გადაიდო.

ლერი ხაბელოვი: "მოხდა სამწუხარო ამბავი, გარდაიცვალა ლუკა სირაძე. ამიტომ დღევანდელი დღის საზეიმო ნაწილი ამოვიღეთ, სადაც საქართველოს საუკეთესო სპორტსმენები უნდა დაგვეჯილდოებინა."

შეგახსენებთ, რომ  17 დეკემბერს 15 წლის მოზარდი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ თვითმკვლელობა სცადა, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ასევე დაგაინტერესებთ