სხვა

მძლეოსნობა

ზედიზედ მე-5 ჩემპიონობა და ტურნირის საუკეთესო - ძალოსნები დაბრუნდნენ

AutoSharing Option
საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრები, მთავარი მწვრთნელის, გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით, საქართველოში დაბრუნდა.

ქართველ ძალოსნებს სპორტის მესვეურები, ძალოსნობის ფედერაციის წარმომადგენლები, გულშემატკივრები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიო ჩემპიონატზე მედლების ჩათვლაში გუნდური მესამე ადგილი დაიკავეს. გიორგი ასანიძის გუნდის წევრებმა 8 მედლის აღება შეძლეს, საიდანაც 3 ოქროს მედალი ლაშა ტალახაძეს ეკუთვნის. ძალოსანმა მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მეხუთედ (!) მოიპოვა და ჩემპიონატი, როგორც მოსალოდნელი იყო, მსოფლიო რეკორდებით დააგვირგვინა!

გარდა ამისა, ტალახაძე შეჯიბრების საუკეთესო ძალოსანიც გახდა და კოვიდპანდემიის გამო ერთი წლის დაგვიანებით მსოფლიოს უძლიერესი ძალოსნის
ჯილდოც გადაეცა.

ტაშკენტის მსოფლიო ჩემპიონატზე შოთა მიშველიძემ მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონობა 3 ვერცხლის მედლით იზეიმა, რევაზ დავითაძემ კი 1 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედლის მოპოვება შეძლო!

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

altტალახაძის მე-5 მსოფლიო ჩემპიონობა და 3 რეკორდი [VIDEO]

altსანამ ტალახაძე გამოსულა - ქართველი ძალოსნების დღე

altქართველი ძალოსნების კიდევ 2 მედალი


ასევე დაგაინტერესებთ