ლეგენდარული უკრაინელი ძმები, რომლებიც მოკრივეებს თავიანთი ქვეყნის დასაცავად უძღვებიან

AutoSharing Option
ლეგენდარული უკრაინელი მოკრივეები, ვიტალი და ვლადიმირ კლიჩკოები, მედიის ყურადღების ცენტრში რუსეთის საომარი მოქმედებების წამოწყების შემდეგ გვხვდებიან, ძმები სამშობლოს დასაცავად ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან.

მოგეხსენებათ, ვიტალი კიევის მერია, ვლადიმირმა კი პირდაპირ თქვა, რომ თუ რუსეთი უკრაინას ფართომასშტაბიან შეტევას დაუწყებდა, საომარ მოქმედებებში მისი თანამემამულეების გვერდით იბრძოლებდა.

"მე უკრაინელი ვარ, ასევე, მებრძოლიც" - განაცხადა ვლადიმირმა.

დახმარება ვასილი ლომაჩენკოსგან

რა თქმა უნდა, მხოლოდ კლიჩკოები არ იბრძვიან. ლოგიკურია, რომ მსოფლიოს ექსჩემპიონებს სხვა მებრძოლებიც შეუერთდებოდნენ. მათ შორისაა 2008 და 2012 წლების ოლიმპიური თამაშების ოქროსმედალოსანი (კრივში) ლომაჩენკო.

"ბელგოროდ-დნესტროვსკის ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონი ჩამოყალიბებულია" - აცნობა მაიორს უშუალოდ მოკრივემ

ოლექსანდრ უსიკი

კიდევ ერთი ჩემპიონი, რომელიც რიგზე ენტონი ჯოშუას წინააღმდეგ ჩასატარებელი ორთაბრძოლისთვის უნდა მომზადებულიყო, სამშობლოს დაუბრუნდა, ხელში იარაღი მოიმარჯვა და რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაება.

"თქვენ არ იბრძვით ჩვენს მთავრობასთან, ჩვენს ჯართან, თქვენ ეომებით ხალხს. ეს ჩვენი მიწაა, ჩვენს სახლში ვართ" - განაცხადა ოლექსანდრმა.

არნოლდ შვარცნეგერი აღტაცებულია

ძმები კლიჩკოებით და არამხოლოდ მათით, ზოგადად უკრაინელი ხალხით, ცნობილი ამერიკელი მსახიობი არნოლდ შვარცნეგერი აღტაცებულია.

"ჩემო მეგობრებო, თქვენზე ვფიქრობ. თქვენ იყავით ჩემი გმირები რინგზე და ახლაც გმირებად რჩებით" - წერს არნოლდი საკუთარ "ტვიტერის" გვერდზე.

დაბოლოს, რა თქმა უნდა, მოკრივეებზე საუბარს ვიტალი კლიჩკოს ფრაზით დავასრულებ:

"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი მიწის დაცვაა".

მომზადებულია Marca-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 3 /
კალაძეს გვანან ძმები უეჭველი
ჭორლეონე
15:42 01-03-2022
10
აი ისიც სპორცმენია და ისიც მერი, შევადაროთ? დაიხურე შენი ვარდისფერი ქუდი და დაუდწქი შევჩენკოს გვერდზე!
რატი
11:47 01-03-2022
17

სიახლეები პოპულარული