მსოფლიოს ჩემპიონი: კორონავირუსის პანდემიის არ მჯერა, მედიას ჩვენი შეშინება უნდა

AutoSharing Option
თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მოკრივე და ნახევრად საშუალო წონის ჩემპიონი WBO-ს ვერსიით, ტერენს კროუფორდი აცხადებს, რომ არ სჯერა კორონავირუსის პანდემიის და მას ადამიანების დასაპანიკებელ იარაღად აღიქვამს.

"ჩემთვის არაფერი შეცვლილა. სახლში არ ჩავკეტილვარ. ბავშვებიც არ ჩამიკეტავს. მე არ მჯერა, რომ სიკვდილიანობის ეს სტატისტიკა, რასაც გვაჩვენებენ - მართალია. ვფიქრობ, რომ ისინი ჩვენს შიშს იყენებენ რაღაც სხვა მიზნისთვის. მედია მართავს სამყაროს. რაც მოესურვებათ, იმას დაწერენ და ყველა მათ დაუჯერებს, ასე იწყება შიშის დათესვა. ისინი ამბობენ, რომ ვირუსი ჯანმრთელი ა
დამიანებისთვის არ არის საშიში, მხოლოდ მოხუცებისთვის და ადამიანებისთვის, ვისაც ფილტვების დაავადება აქვს, მაგრამ ეს ხომ ნებისმიერი გაციების შემთხვევაში ისედაც ასეა.

დროს ოჯახთან მშვიდ გარემოში ვატარებ. სახლში მაქვს სავარჯიშო დარბაზი მოწყობილი და ფორმას ვინარჩუნებ", - ციტირებს კროუფორდს Sports Illurstated-ი.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში 525 ათასი ადამიანი დაინფიცირდა, ხოლო 20 ათასზე მეტი კი გარდაიცვალა.
მკითხველის კომენტარები / 4 /
ეჭვი მაქვს, ჩემპიონს ამ განცხადების გამო ნოკაუთი არ ასცდება ილმინატორებისგან.))
ირაკლი
02:11 14-04-2020
1
მიუხედავად იმისა, რომ თავში ბევრჯერ მოგხვედრია, საღად აზროვნებ. გაიხარე
ირაკლი
00:48 14-04-2020
3

სიახლეები პოპულარული