საულ ალვარესის შემდეგი მოწინააღმდეგე ოფიციალურად დადასტურდა

AutoSharing Option
თანამედროვეობის საუკეთესო მოკრივე, 29 წლის საულ ალვარესი თავის შემდეგ ბრძოლას 30 წლის ბრიტანელი ბილი ჯო სონდერსის წინააღმდეგ ჩაატარებს. ინფორმაციას პორტალი boxingscene-ი ავრცელებს. 

შეხვედრა 2 მაისს ლას-ვეგასში, T-mobile-არენაზე გაიმართება. ტრანსლაციას კი სტრიმინგ-სერვისი DAZN-ი აიღებს საკუთარ თავზე. 

საულ ალვარესს კარიერაში 56 ბრძოლა აქვს ჩატარებული. აქედან 2-ჯერ ფრედ დაასრულა, ხოლო ერთიც ლეგენდარულ ფლოიდ მეივეზერთან წააგო. რაც შეეხება ბილი ჯოს, ის დაუმარცხებელია, მის ანგარიშზე 29 მოგებაა. 

შეგახსენებთ, სონდერსი მეორე საშუალო წონაში WBO-ს ჩემპიონია. 


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული