სხვა

კარატე

გოგიტა არქანია ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალოსანია

AutoSharing Option
კარატისტ გოგიტა არქანიას მედლების კოლექციას 23 ივნისს მესამე ევროპული თამაშების ბრინჯაოს მედალი შეემატა. მსოფლიოს ოტგზის ჩემპიონმა ქალაქ ბიელსკო-ბიალაში იასპარეზა და +84 კგ წონით კატეგორიაში მესამე ადგილი დაიკავა.

ცნობისთვის, ეს არქანიას ზედიზედ მეორე ბრინჯაოს მედალია ევროპულ თამაშებზე.

გოგიტამ ბოსნია ჰერცოგოვინელი, აზერბაიჯანელი და ესპანელი მეტოქეები დაამარცხა, ნახევარფინალში A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ თურქ ფათიჰ შენს დაუპირისპირდა და 1:5 დამარცხდა.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი