სხვა

ფიგურული სრიალი

მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედლებს დაეუფლა

AutoSharing Option
ტაიბეიში იუნიორთა შორის ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე ანასტასია მეტელკინასა და ლუკა ბერულავას წყვილმა ოქროს მედლები მოიპოვა.

ისინი მოკლე პროგრამის შედეგად დაწინაურდნენ და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც. მათ დიდი უპირატესობით აჯობეს მეორე და მესამე ადგილებზე გასულ ამერიკულ წყვილებს.

მოკლე პროგრამებით იასპარეზეს ვაჟებმა. კონსტანტინე სუპატაშვილმა 32 ქვეყნის 41 სპორტსმენს შორის 63,99 ქულით ( მე-19 პოზიცია) მოიპოვა და 24 მოციგურავეს შორის თავისუფალ პროგრამაში ასპარეზობის უფლება. სუპატაშვილი თავისუფალი პროგრამით 2 მარტს გამოვა.

მოკლე პროგრამის შემდეგ მეშვიდე ადგილზეა ინგა გურგენიძე, რომელიც თავისუფალ პროგრამაში იასპარეზებს.

ასევე დაგაინტერესებთ