სხვა

ფიგურული სრიალი

ანასტასია გუბანოვა: შოკში ვარ - ჩემი სრიალი იდეალური არ იყო

AutoSharing Option
ქალ­თა შო­რის ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტზე ოქროს მედალი საქართველოს წარმომადგენელმა, ანასტასია გუბანოვამ მოიპოვა და შემდეგ კომენტარი გააკეთა:

"ჯერ ისევ შოკში ვარ და ვერ მივხვდი, რა მოხდა. თუმცა, შრომა დამიფასდა. სრიალის წინ ძალიან ვნერვიულობდი, ფსიქოლოგიურად რთული იყო. როდესაც გამოსვლა დავასრულე, ემოციები ვეღარ შევიკავე. მიხარია, რომ საკუთარ თავს ვძლიე. არ ვფიქრობდი, მოვიგე თუ არა. ვერ ვიტყვი, რომ პროგრამა კარგად შევასრულე, ელემენტებს დიდ ყურადღებას ვაქცევდი. დღეს ჩემი სრიალი იდეალური და ბოლომდე სუფთა არ იყო".

ასევე დაგაინტერესებთ