სხვა

ფარიკაობა

სანდრო ბაზაძე ევროპული თამაშების ჩემპიონია!

AutoSharing Option
პოლონეთის ქალაქ კრაკოვში გამართულ ევროპულ თამაშებზე სანდრო ბაზაძემ ოქროს მედალი მოიპოვა.

მსოფლიოს რეიტინგში ნომერ პირველმა მოფარიკავემ, ჯგუფური ეტაპიდან მოყოლებული ცხრავე შეხვედრა დამაჯერებლად მოიგო, ნახევარფინალში კი უნგრელი ოლიმპიური ჩემპიონი არონ სილაგი 15-13 დაამარცხა.

ქართველი მოფარიკავე ფინალში პოლონელ კრშიშტოფ კაჩკოვსკის შეხვდა და მეტოქეს 15-13 სძლია.

წყარო: საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია

altზედიზედ მეორედ - სანდრო ბაზაძე ევროპის ჩემპიონი გახდა

altსანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიოს თასის გამარჯვებულია

altსანდრო ბაზაძემ სეულის გრან პრიზე ვერცხლის მედალი მოიპოვა