სხვა

ფარიკაობა

ირმა ხეცურიანი ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის გამარჯვებულია

AutoSharing Option
ქართველი ეტლით მოფარიკავე ირმა ხეცურიანი ამერიკის შეერთებული შტატების დედაქალაქ ვაშინგტონში მიმდინარე მსოფლიო თასის ჩემპიონია.

ქართველმა სპორტსმენმა ხმლით ფარიკაობაში გამართული ტურნირის ფინალში იტალიელ მეტოქეს 15:11 სძლია.

აღსანიშნავია, რომ ირმა ხეცურიანმა რაპირით ფარიკაობაში ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ასევე ვერცხლის მედალი მოიპოვა ხმლით ფარიკაობაში ნინა თიბილაშვილმა.

წყარო: საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო