სხვა

ძალოსნობა

ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე

AutoSharing Option
ძმის კვალდაკვალ საბა ასანიძემაც მოიპოვა ევროპის ჩემპიონობა: "სამი ოქრო მყავს სახლში!!!" - რას წერს გიორგი ასანიძის მეუღლე.

ალ­ბა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე იუ­ნი­ორ და 23 წლამ­დე ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის წევ­რმა, ოლიმ­პი­უ­რი ჩემ­პი­ო­ნის, გი­ორ­გი ასა­ნი­ძის ვაჟ­მა კახი ასა­ნი­ძემ 2 ოქ­რო­სა და 1 ვერ­ცხლის მედ­ლით (U23) ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნო­ბა გუ­შინ იზე­ი­მა. დღეს კი ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნის ტი­ტუ­ლი მის­მა ძმამ - სა­ბა­მაც მო­ი­პო­ვა.

მის ან­გა­რიშ­ზე 2 ოქ­რო­სა და 1 ვერ­ცხლის მე­და­ლია! ალ­ბა­ნეთ­ში მიმ­დი­ნა­რე იუ­ნი­ორ ძა­ლო­სან­თა ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნატ­ზე U20 ნაკ­რე­ბის მთა­ვა­რი მწვრთნე­ლის, მალ­ხაზ ლომ­თა­ძის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, ფი­ცარ­ნაგ­ზე 81
კგ წო­ნით კა­ტე­გო­რი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ნაკ­რე­ბის ორი წევ­რი გა­მო­ვი­და. ატაც­ში საბა ასა­ნი­ძემ 140/144/146 კი­ლოგ­რა­მი დაძ­ლია და ვერ­ცხლის მე­და­ლი მო­ი­პო­ვა! ძა­ლო­სან­მა აკ­ვრა­ში 175/182 ძლე­ვით ოქ­როს მე­და­ლი და­ი­სა­კუთ­რა! ასე­ვე უმაღ­ლე­სი სინ­ჯის მე­და­ლი აქვს ორ­ჭი­დის ჯამ­ში მოგ­რო­ვი­ლი 328 კი­ლოგ­რა­მი­თაც. ნი­კო­ლოზ ესარ­თი­ამ 137/141 კგ დაძ­ლია და ატაც­ში მე-6 ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. ძა­ლო­სან­მა აკ­ვრა­ში თავი 171/177 კი­ლოგ­რამს გა­არ­თვა და მე-4 ად­გი­ლი ერგო, ორ­ჭიდ­ში მოგ­რო­ვი­ლი 318 კი­ლოგ­რა­მით კი - მე-5.

გი­ორ­გი ასა­ნი­ძის მე­უღ­ლე თეა კო­ტუა სოცი­ა­ლურ ქსელ­ში ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს და წერს:

"სამი ოქრო მყავს სახ­ლში!!! პირ­ველ რიგ­ში Giorgi Asanidze შენ მინ­და მად­ლო­ბა გა­და­გი­ხა­დო ამ ყვე­ლაფ­რის­თვის, ამ ბედ­ნი­ე­რე­ბის­თვის მერე ვუხ­დი ჩემს შვი­ლებს Kaxi Asanidze Saba Asanidze მად­ლო­ბა, დე, რომ მყავ­ხართ და ჰყავ­ხართ ქვე­ყა­ნას".

წყარო: ambebi.ge

ასევე დაგაინტერესებთ