სხვა

ავტოსპორტი

"რედ ბული" ბოლიდის გაუმჯობესებას ხელოვნური ინტელექტის დახმარებით აპირებს

AutoSharing Option
"რედ ბულის" მთავარმა დიზაინერმა კრეიგ სკინერმა Talking Bulls-ის პოდკასტს განუცხადა, რომ გუნდი ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე ექსპერიმენტებს ატარებს.

კრეიგ სკინერი: "ჩვენს განყოფილებაში ვატარებთ კვლევას ამ სფეროში. ხელოვნური ინტელექტის სისტემები იპოვიან გზას, ხოლო ინჟინრებმა უნდა დაადგინონ ის ფაქტორები, რომლებიც მანქანას ააჩქარებს. თქვენ უნდა აუხსნათ სისტემას, კონკრეტულად რა უნდა მოძებნოს - რა განაპირობებს სწრაფ სარბოლო მანქანას? რა გსურთ აეროდინამიკის ნაკრებისგან? როგორი უნდა იყოს დინამიკური მახასიათებლები? ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად კარგად გესმით თქვენი ბოლიდის პრობლემები.

ჩვენ ნიუის ფილოსოფიით მივდივართ
- "არასოდეს წახვიდე კომპრომისზე", - ამბობს ის. მისთვის მნიშვნელოვანია მხოლოდ მანქანის მახასიათებლები, სხვა ყველაფერი უმნიშვნელოა".

წყარო: F1 Georgia