წყალდიდობამ წითლები წალეკა

AutoSharing Option
ავსტრალიაში სტიქიამ ბრისბენის "სანკორპ სთედიუმი" საგრძნობლად დააზარალა. ზე რაგბის გათამაშებაში მოასპარეზე "რედსის" არენის მინდვრის საფარი ადიდებული მდინარის წყალმა დატბორა. სტიქიამ პირველი იარუსის ნაწილიც დააზიანა და სტადიონის ელექტროგაყვანილობაც მთლიანად გამოიყვანა მწყობრიდან.

შეგახსენებთ, რომ "სანკორპ სთედიუმზე", რომელიც 52 ათას მაყურბელს იტევს, შარშან ავსტრალიის ნაკრებმა ორი ტესტ მატჩი გამართა და ორივეში გაიმარჯვა. "ვოლაბებმა" ჯერ ირლანდიის ნაკრები დამარცხეს, მერე კი სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს "მოუგრიხეს კისერი".

"სანკორპს სთედიუმს" შველა სჭირდება. "რედსის" მოთამაშეებმა რობ საიმონსმა და როდ დევისმა სპეციაულრად ორგანიზებულ ტელემარათონში მიიღეს მონაწილეობა. "ვოლაბების" პირველხაზელებმა,
ძმებმა ენტონი და საია ფაინგააებმა გადაწყვიტეს, სტადიონის რეკონსტრუქციის ფონდს ზე რაგბიში თამაშისთვის აღებული პირველი ჯამაგირი შესწირონ. ავსტრალიის რაგბის კავშირი კი "სანკორპ სთედიუმისთვის" 50 ათას ავსტრალიურ დოლარს გამოჰყოფს.




.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული