ზე რაგბი: "ბრამბიზი" წინსვლას განაგრძობს

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-9 ტური ახალი ზელანდიის კონფერენციის აუტსაიდერის დანიდნის "ჰაილენდერზისა" და ავსტრალიის კონფერენციის ლიდერის, კანბერას "ბრამბიზის" დაპირისპირებით დაიწყო.

როგორც მოსალოდნელი იყო, ავსტრალიურმა გუნდმა, რომელიც წლეულს შესანიშნავად ასპარეზობს, 30:19 გაიმარჯვა.

სტუმართა გუნდის უპირატესობა დასაწყისშივე გამოიკვეთა და მატჩის ბოლომდე მათ წარმატებაში ეჭვი არავის შეპარვია.

კანბერელებმა მასპინძლებს სამი ლელო გაუტანეს, საპასუხოდ კი მხოლოდ ერთი მიიღეს. "ბრამბიზის" შემადგენლობაში ყველაზე შედეგიანი შუამარბი კრისტიან ლეალიფანი იყო, მის ანგარიშზე 15 ქულაა (სამი საჯარიმო და სამი გარდასახვა).

ამავე კონფერენციაში, ლიდერი ჰემილთონის "ჩიფსი" ავსტრალიურ ბრისბენის "რედსს" უმასპინძლებს, რომელიც
თავის კონფერენციაში "ბრამბიზს" 11 ქულით ჩამორჩება და მეორე ადგილზეა.

ოქლენდის "ბლუზი" კი, რომელსაც წლეულს დიდი ამბიციები აწუხებს, შინ მიიღებს ველინგტონის "ჰარიკენზს".

ავსტრალიის კონფერენციაში მასპინძლობას აუტსაიდერები გასწევენ. "მელბურნ რებლზი" დებიუტანტ სამხრეთაფრიკულ გუნდს "საუთერნ კინგზს" მიიღებს. პერთის ფორსის მეტოქე კი ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზი" იქნება.

საინტერესო ორთაბრძოლებია მოსალოდნელი სამხრეთ აფრიკის კონფერენციაში. კეიპთაუნის "სტორმერზი", რომელსაც წლეულს ძალზე ცუდი სტარტი ჰქონდა, შინ მიიღებს კონფერენციის ლიდერს დურბანის "ნატალ შარქსს".

თავისთვის უჩვეულო, მეოთხე ადგილზე მყოფი პრეტორიის "ბლუ ბულზი" კი მოულოდნელად დაწინაურებულ ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" უმასპინძლებს.

ახალი ზელანდია
ჰაილენდერზი-ბრამბიზი 19:30, ჩიფსი-რედსი, ბლუზი-ჰარიკენზი
სატურნირო მდგომაროება
1. ჩიფსი - 25 ქულა, 2. ჰარიკენზი - 23, 3. ბლუზი - 22, 4. კრუსეიდერზი - 21, 5. ჰაილენდერზი - 6.

ავსტრალია
მელბურნ რებლზი-საუთერნ კინგზი, ფორსი-კუსეიდრზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 33 ქულა, 2. რედსი - 22, 3. ვორათაზი - 17, 4. მელბურნ რებლზი - 14, 5. ფორსი - 11.

სამხრეთ აფრიკა
სტორმერზი-ნატალ შარქსი, ბლუ ბულზი-ჩიტაზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ნატალ შარქსი - 25 ქულა, 2. ჩიტაზი - 22, 3. სტორმერზი - 16, 4. ბლუ ბულზი - 15, 5. საუთერნ კინგზი - 11.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული