ზე რაგბი: "ბრამბიზი" მეფეებს დაუზავდა

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-8 ტური ავსტრალიის კონფერენციის ლიდერის კანბერას "ბრამბიზის" საშინაო მატჩით გაიხსნა.

"გაუხედნავი ცხენები" ტურნირის დებიუტანტს, სამხრეთაფრიკულ "საუთერნ კინგზს" მასპინძლობდნენ და მხოლოდ ფრეს დასჯერდნენ 28:28.

"სამხრეთელი მეფეებისთვის" ავსტრალიაში მიღწეული ეს შედეგი გმირობის ტოლფასია. კანბერელები წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ და მათთან თუნდაც ფრედ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.

სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი 21 წლის მესამეხაზელის კორნელ დუ პრის ანგარიშზეა.

საბოლოოდ ფრეს სამხრეთაფრიკელებმა სწორედ მის მიერ მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით მიაღწიეს.

ავსტრალიის კონფერენციაში გასამართ კიდევ ერთ
მატჩში ერთმანეთის პირისპირ აუტსაიდერები დადგებიან. პერთის "ფორსი" შინ მიიღებს "მელბურნ რებლზს".

ავსტრალია
ბრამბიზი-საუთერნ კინგზი 28:28, ფორსი-მელბურნ რებლზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 29 ქულა, 2. რედსი - 22, 3. ვორათაზი - 17, 4. ფორსი - 10, 5. მელბურნ რებლზი - 9.
ერთი მატჩი გაიმართა ახალი ზელანდიის კონფერენციაშიც, სადაც პირველობისთვის მებრძოლმა ოქლენდის "ბლუზმა" შინ დაამარცხა აუტსაიდერი დანიდინის "ჰაილენდერზი - 29:18. მასპინძლების შემადგენლობაში გამორჩეული ცხრა ნომერი პირი ვიპუ იყო, რომელმაც მეტოქეს ორი ლელო გაუტანა.
ამავე კონფერენციაში ველინგტონის "ჰარიკენზის" მეტოქე ავსტრალიის კონფერენციის მესამეადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" იქნება.

ახალი ზელანდია
ბლუზი-ჰაილენდერზი 29:18, ჰარიკენზი-ვორათაზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 25 ქულა, 2. ბლუზი - 22, 3. კრუსეიდერზი - 20, 4. ჰარიკენზი - 18, 5. ჰაილენდერზი - 6.
ტურის ცენტრალური მატჩი კი დრუბანში გაიმართება, სადაც სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერი "ნატალ შარქსი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ახალზელანდიურ ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლებს.

არანაკლებ საინტერესო იქნება ამავე კონფერენციის მეორე და მესამე ადგილოსნების, ბლუმფონტეინის "ჩიტაზისა" და კეიპთაუნის "სტორმერზის" დაპირისპირება.

სამხრეთ აფრიკა
ნატალ შარქსი-კრუსეიდერზი, ჩიტაზი-სტორმერზი
სატურნირო მდგომაროება
1. ნატალ შარქსი - 21 ქულა, 2. ჩიტაზი - 18, 3. სტორმერზი - 15, 4. ბლუ ბულზი - 15, 5. საუთერნ კინგზი - 8.

"სამხრეთელი მეფეებისთვის" ავსტრალიაში მიღწეული ეს შედეგი გმირობის ტოლფასია. კანბერელები წლეულს შესანიშნავად ასპარეზობენ და მათთან თუნდაც ფრედ თამაში ნებისმიერი გუნდისთვის წარმატებად შეიძლება მივიჩნიოთ.

სტუმრებმა მასპინძლებს ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი 21 წლის მესამეხაზელის კორნელ დუ პრის ანგარიშზეა. საბოლოოდ ფრეს სამხრეთაფრიკელებმა სწორედ მის მიერ მატჩის ბოლო წუთზე გატანილი ლელოს წყალობით მიაღწიეს.

ავსტრალიის კონფერენციაში გასამართ კიდევ ერთ მატჩში ერთმანეთის პირისპირ აუტსაიდერები დადგებიან. პერთის "ფორსი" შინ მიიღებს "მელბურნ რებლზს".

ავსტრალია
ბრამბიზი-საუთერნ კინგზი 28:28, ფორსი-მელბურნ რებლზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბრამბიზი - 29 ქულა, 2. რედსი - 22, 3. ვორათაზი - 17, 4. ფორსი - 10, 5. მელბურნ რებლზი - 9.

ერთი მატჩი გაიმართა ახალი ზელანდიის კონფერენციაშიც, სადაც პირველობისთვის მებრძოლმა ოქლენდის "ბლუზმა" შინ დაამარცხა აუტსაიდერი დანიდინის "ჰაილენდერზი - 29:18.

მასპინძლების შემადგენლობაში გამორჩეული ცხრა ნომერი პირი ვიპუ იყო, რომელმაც მეტოქეს ორი ლელო გაუტანა.

ამავე კონფერენციაში ველინგტონის "ჰარიკენზის" მეტოქე ავსტრალიის კონფერენციის მესამეადგილოსანი სიდნეის "ვორათაზი" იქნება.

ახალი ზელანდია
ბლუზი-ჰაილენდერზი 29:18, ჰარიკენზი-ვორათაზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ჩიფსი - 25 ქულა, 2. ბლუზი - 22, 3. კრუსეიდერზი - 20, 4. ჰარიკენზი - 18, 5. ჰაილენდერზი - 6.

ტურის ცენტრალური მატჩი კი დრუბანში გაიმართება, სადაც სამხრეთ აფრიკის კონფერენციის ლიდერი "ნატალ შარქსი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ახალზელანდიურ ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" უმასპინძლებს.

არანაკლებ საინტერესო იქნება ამავე კონფერენციის მეორე და მესამე ადგილოსნების, ბლუმფონტეინის "ჩიტაზისა" და კეიპთაუნის "სტორმერზის" დაპირისპირება.

სამხრეთ აფრიკა
ნატალ შარქსი-კრუსეიდერზი, ჩიტაზი-სტორმერზი
სატურნირო მდგომაროება
1. ნატალ შარქსი - 21 ქულა, 2. ჩიტაზი - 18, 3. სტორმერზი - 15, 4. ბლუ ბულზი - 15, 5. საუთერნ კინგზი - 8.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული