რიჩი მაქოა დაბრუნდა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების ლიდერი და კაპიტანი, მესამეხაზელი რიჩი მაქოა მწვანე მინდორს დაუბრუნდა. ის ზე რაგბის გათამაშების მორიგი ტურის მატჩში ქრასთჩერჩის "კრუსეიდერზის" სათადარიგოთა შორის იქნება. "ჯვაროსნები" სტუმრად, სიდნეიში დაუპირისპირდებიან "ვორათაზს".

მაქოამ ბოლოს შარშან, ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების ფინალში იასპარეზა. აღსანიშნავია, რომ მთელი ტურნირის განმავლობაში იგი დაშავებული ფეხით თამაშობდა და ტკივილს გმირულად იტანდა. მას შემდეგ მაქოა მკურნალობის კურსს გადიოდა და ახლა უკვე დასაბრუნებლად მზად არის.

"როცა გარკვეული დროის განმავლობაში უქმად ზიხარ და რაგბის გვერდიდან უყურებ, ხვდები, რატომ გიყვარს ეს თამაში.
ძალ-ღონე არ დამიშურებია, რათა ტრავმა დროულად მომერჩინა. იანვრის მერე ინდივიდუალურად ვვარჯიშობ და, ვფიქრობ, საბრძოლველად მზად ვარ" - თქვა რიჩი მაქოამ.

"კრუსეიდერზმა" წლევანდელი სეზონი დენ კარტერისა და რიჩი მაქოას არყოფნაში წარუმატებლად დაიწყო.

ქრაისთჩერჩელებმა სამი მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგეს. მერე კარტერი დაბრუნდა და შუამარბის პოზიცია დაიკავა. გუნდმაც თამაში საგრძნობლად გამოასწორა. დენი ამჯერადაც "ვორათაზთან" მატჩში შუამარბი იქნება.

კრუსეიდერზი: 15. იზრაელ დაგი, 14. ადამ ვაითლოქი, 13. რობი ფრანი, 12. დენ კარტერი, 11. ზაკ გილფორდი, 10, ტომ ტეილერი, ს9. ენდი ელისი. 1. ბენ ფრენქსი, 2. კორი ფლინი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ტომ დონელი, 5. ლუკ რომანო, 6. 6. ჯორჯ ვაითლოქი, 7. მეთ ტოდდი, 8. კირან რიდი.

16. ბენ ფანელი, 17. უაიტ კროკეტი, 18. სამუელ ვაითლოქი, 19. რიჩი მაქოა, 20. ვილი ჰეინცე, 21. რაიან კროტი, 22. ტომ მარშალი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული