კუპერს ციხე ემუქრება

AutoSharing Option
ზე 14-ის გათამაშების წლევანდელი აღმოჩენა, ავსტრალიის ნაკრებისა და ბრისბენის "რედსის" მგეზავი ქუადე კუპერი ახლახან სასამართლოში დაიბარეს. "ვოლაბების" სამომავლო იმედი შარშან, დეკემბერში ძარცვის ბრალდებით დააკავეს და გირაოთი გაანთავისუფლეს.

კუპერის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. ძნელი სათქმელია, რა გადწყვეტილებას გამოიტანს მოსამართლე, ერთი რამ კი ცხადია, კუპერის ცხოვრებაში მომხდარმა დრამატულმა მოვლენებმა მის სარაგბო კარიერაზე დადებითად იმოქმედა. როგორც ჩანს, ის საქმეს სრული სერიოზულობით მიუდგა და ზე 14-ის გათამაშებაში იმდენად ბრწყინვალედ ითამაშა, რომ "ვოლაბების" მწვრთნელ რობი დინსს დიდხანს არ უფიქრია, ისე მიიწვიანაკრებში. კანონთან პრობლემების გამო მორაგბეზე
ხელი არც ავსტრალიის რაგბის კავშირის ხელმძღვანელებს აუღიათ. არც შემცდარან.

"არცთუ დიდი ხნის წინ ცხოვრებაში მომხდარმა უსიამოვნებებმა მის სპორტულ კარიერაზე დადებითი გავლენა მოახდინა. ერთი ხანობა მომხდარის გამო კუპერი რაგბიდან წასვლასაც კი აპირებდა. არ ვარჯიშობდა, არავის დანახვა უნდოდა. მან შეძლო და დეპრესია დაეძლია. მთელი არსებით რაგბიზე გადაერთო და შედეგიც სახეზეა. ვფიქრობ, სასამართლოზე მისი უდანაშაულობა დამტკიცდება და სამი ერის გათამაშებაში ავსტრალიის ნაკრებთან ერთად ითამაშებს" - თქვა "ვოლაბების" თავკაცმა რობი დინსმა.
შეგახსენებთ, რომ ავსტრალიის ნაკრები პირველ შეხვედრას სამი ერის გათამაშებაში 24 ივლისს ბრისბენში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან გამართავს.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული