რებლზში სხვადასხვა მიზეზისა და მიზნის გამო

AutoSharing Option
ახალზელანდიელმა შერკინების ბურჯმა გრეგ სომერვილმა და ავსტრალიელმა შუამარბმა სტირლინგ მორთლოქმა კარიერა საბოლოოდ დაუკავშირეს ზეპური რაგბის ახალ გუნდს "მელბურნ რებლზს". შეგახსენებთ, რომ მომავალი წლიდან ზე 14-ის გუნდებს კიდევ ერთი ავსტრალიური გუნდი "მელბურნ რებლზი" დაემატება და ამიერიდან ამ გათამაშებას ზე 15 ეწოდება.

რაც შეეხება სომერვილსა და მორთლოქს, მათ "რებლზში" თამაში სხვადასხვა მიზეზის გამო გადაწყვიტეს. სომერვილს, რომელიც ბოლოს ინგლისურ "გლოსტერში" ასპარეზობდა, საკმაოდ სარფიანი წინადადებით "კრუსეიდერზის" თავკაცმა ტოდ ბლეკედერმა მიმართა, მაგრამ უარი მიიღო.

"ცხადია, გული დამწყდა, რომ "კრუსეიდერზში" დაბრუნებაზე უარი ვთქვი. კარგად მესმოდა, რომ
თანხმობის შემთხვევაში ახლი ზელანდიის ნაკრებში დაბრუნების შანსი მომეცემოდა. რამდენიმე ღამე თეთრად გავათენე ამაზე ფიქრში და დარწმუნებული ვარ, სწორი გადაწყვეტილება მივიღე.

იმისთვის, რომ ნაკრებში ადგილი დაიკავო, კონკურენტუნარიანი უნდა იყო. მე სანაკრებო კარიერა ამაღლებულ ნოტზე დავასრულე და აღარ მინდა, დრო უკან დავატრიალო. მით უფრო, რომ ძალიან კარგად ვიცნობ ჩემი პოტენციური კონკურენტების ბენ და ოუენ ფრენქსების შესაძლებლობებს. ისინი ჩემ თვალწინ დაიზარდნენ, ძალიან ბევრს მუშაობდნენ და მიხარია, რომ გარჯა გაუმართლდათ." - თქვა გრეგ სომერვილმა.

სრულიად განსხვავებული მოსაზრებები აქვს ნაკრებში დაბრუნებასთან დაკავშირებით "ვოლაბების" ყოფილ კაპიტანს სტირლინგ მორთლოქს. 33 წლის შუამარბმა ეროვნულ ნაკრებში ადგილი სერიოზული ტრავმის გამო დაკარგა.

"ვფიქრობ, გუნდი, რომელიც მელბურნში შეიქმნა, საკმაოდ კონკურენტუნარიანი იქნება. სადაც უნდა ვთამაშობდე, ბრძოლაში მთელ სულს და გულს ვდებ, ბოლომდე ვიხარჯები. ასე იქნება ახლაც. ჩემი ცხოვრბა ახლა "რებლზია". ამ გუნდთან ერთად წარმატების მიღწევაზე ვიქნები კონცენტრირებული და, ალბათ, დაინახავენ, რომ ნაკრებში თამაშის ღირსი ვარ" - იმედოვნებს მორთლოქი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული