"სტორმერზი" "წითლებს" წამოეწია

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-16 ტური C ჯგუფის ლიდერის, კეპთაუნის "სტორმერზისა" და გათამაშების დებიუტანტის, A ჯგუფის ბოლოოადგილოსანი "მელბურნ რებლზის" დაპირისპირებით გაიხსნა. კეიპთაუნელებს მიმდინარე გათამაშებაში სულ წაგება აქვთ და სამივე სტუმრად. ამჯერადაც, თითქოს მარცხის საფრთხე რეალური იყო, მაგრამ სამხრეთაფრიკულმა გუნდმა მელბურნში შესანიშნავად ითამაშა და დიდი ანგარიშით მოიგო - 40:3.

"სტორმერზმა", რომელმაც საბოლოო ჯამში მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანა, თამაში თავიდანვე აგრესიულად დაიწყო და პირველი ნახევარი 16:3 მოიგო. მასპინძლები ამჯერადაც ინგლისელი მგზეავის დენი სიპრიანის გარეშე ასპარეზობდნენ და თამაში ვერაფრით ააწყვეს.

კეიპთაუნელთაგან ყველაზე შედეგიანი იყო
მგეზავი კინდოლ კოლმენი, რომელმაც გუნდს 20 ქულა მოუტანა (სამი საჯარიმო, სამი გარდასახვა და ერთი ლელო). შესანიშნავად ითამაშეს და თითო ლელო მიითვალეს სამხრეთ აფრიკის ნაკრების წევრებმა ჟაკ ფურიმ, იან დე ფილიერსმა და ბრაიან ჰაბანამ.

"ძალიან კარგი ტურნე გამოგვივიდა. ავსტრალიაში გამართული ოთხი თამაშიდან სამი მოვიგეთ. ვფიქრობ, ეს ურიგო შედეგი არ არის. მიმაჩნია, რომ ნელ-ნელა ჩვენი შეტევითი პოტენციალი იზრდება. ძალიან ბევრ სალელოვე სიტუაციებს ვქმნით, ამასთან გუნდი ტრადიციულად ბრწყინვალედ გაისარჯა დაცვაში თამაშშიც. ახლა შინ ორი უმძიმესი მატჩის გამართვა მოგვიწევს. ერთ-ერთი მეტოქე შარშანდელი ჩემპიონი "ბლუ ბულზია". "ხარებს" პლე ოფის მიღმა დარჩენის საფრთხე ემუქრებათ, განრისხებული არიან და ამ მდგომარეობაში ისინი ძალზედ სახიფათონი არიან" - თქვა მატჩის შემდეგ "სტორმერზის" მესამეხაზელმა სხალკ ბურხერმა.

საერთო ჩათვლაში "სტორმერზს", რომელსაც 57 ქულა დაუგროვდა ერთი ქულით მხოლოდ ბრისბენის "რედსი" უსწრებს. "წითლები" მე-16 ტურში შინ ეთამაშებიან თავიანთი, A ჯგუფის მეოთხეადგილოსან კანბერის "ბრამბიზს", რომელსაც 24 ქულა აქვს და სრულიად უმოტივაციოა.

ბრისბენელები ამ მატჩში მოგებით A ჯგუფში პირველ ადგილს გაინაღდებენ და პლეი ოფში თამაშის უფელბასაც გაინარდებენ. აღსანიშნავია, რომ "წითლებს" კანბერელებთან ასეთი უპირატესობა, წლეულს რომ აქვთ არასდროს ჰქონიათ. მათ პირველ წრეში კანბერაში პირველად დაამარცხეს მეტოქე - 31:25.

"რედსი" მეტოქეს თითქმის საბრძოლო შემადგენლობით დაუპირისპირდებიან. მწყობრში არიან "წითლების" ვარსკვლავები ქუადე კუპერი, ვილი გენია, ჯეიმზ ჰორვილი, რობ საიმონსი, ანტონი ფაინგაა და მისი ძმა საია ფაინგაა.

ყველაზე საინტერესო და დაძაბული მატჩი პეტორიაში გაიმართება, სადაც ადგილობრივი "ბლუ ბულზი" სიდნეის "ვორათაზს" დაუპირისპირდება. "ლურჯ ხარებს", ისევე როგორც სტუმრებს, გამარჯვება ჰაერივით სჭირდებათ.

სამხრეთაფრიკელები ამ გამარჯვების შემდეგ, შესაძლოა C ჯგუფში ისევ მესამე ადგილზე დარჩნენ, მაგრამ სამაგიეროდ საერთო ჩათვლაში "ვორათზს" გადაასწრებენ და საპლეიოფო ზონაში მოხვდებიან. ცხადია, დარჩენილ ორ ტურში, მხოლოდ მათზე იქნება დამოკიდებული შეძლებენ თუ არა ტიტულის შენარჩუნებისთვის ბრძოლის გაგრძელებას.

ცხადია, ხელფეხდაკრეფილი არც სიდნეელები ისხდებიან, მით უფრო, რომ წლეულს ეს ავსტრალიური გუნდი უწინდელთან შედარებით ბევრად უკეთ ასპარეზობს.
"ლურჯი ხარები" შინ ოპტიმალური შემადგენლობით ითამაშებენ. მეორე ხაზში მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო დუეტი ვიქტორ მეტფილდი და ბაკის ბოთა ითამაშებს. კვლავ მრისხანე იქნება პრეტორიელთა უკანა ხაზი: მგეზავი მორნი სტეინი, ცხრა ნომერი ფრანსუა ჰუგარი, შუამარბები ვინანდ ულიფიე და იაკო პრეტორიუსი. გარემარბი აკონა ნდუნგანე და ფულბეკი ზან კირხნერი.

XVI ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-სტორმერზი 3:40, რედსი-ბრამბიზი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 58 ქულა, 2. ვორათაზი - 46, 3. ფორსი - 32, 4. ბრამბიზი - 24, 5. მელბურნ რებლზი - 23

B ჯგუფი
ჰაილენდერზი-ფორსი 14:21, ჰარიკენზი-ლაიონზი, ბლუზი-ჩიფსი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 54 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 53, 3. ჰაილენდერზი - 45, 4. ჩიფსი - 34, 5. ჰარიკენზი - 34.

C ჯგუფი
ბლუ ბულზი-ვორათაზი, ჩიტაზი-ნატალ შარქსი
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 57 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 47, 3. ბლუ ბულზი - 45, 4. ჩიტაზი - 34, 5. ლაიონზი - 23.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული