ჩემპიონების ბოლო შანსი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-15 ტური A და B ჯგუფის მესამეადგილოსნების, ველინგთონის "ჰარიკენზისა" და პერთის "ფორსის" დაპირისპირებით დაიწყო. თამაში საკმაოდ საინტერესო გამოდგა და მაყურებელმა ჯამში შვიდი ლელო იხილა.

ველინგთონელებმა პირველი ტაიმი 10:18 წააგეს, თუმცა შესვენების შემდეგ უკეთ ათამაშდნენ და 34:28 მოიგეს. მასპინძლებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, აქედან ორი შუამარბ მაა ნონუს ანგარიშზეა.

ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართება ბრისბენში, სადაც A ჯგუფის ლიდერი "რედსი" ზე რაგბის ყველაზე ტიტულოვან გუნდს, ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზს" დაუპირისპირდება. ქრიასთჩერჩელებს, რომლებსაც 48 ქულა დაუგროვათ და B ჯგუფში მეორე ადგილზე არიან,
შესანიშნავი შანსი აქვთ ლიდერ ოქლენდის "ბლუზს" გაუსწრონ.

"კრუსეიდერზი" ამ მატჩის წინ კარგ ხასიათზეა, რადგან ახლახან გუნდთან ოთხი წლით გაახანგრძლივეს კონტრაქტი წამყვანმა მოთამაშეებმა, რიჩი მაქკოუმ და დენ კარტერმა.

C ჯგუფის ლიდერი კეიპთაუნის "სტორმერზი," სტუმრად A ჯგუფის მეოთხეადგილოსან კანბერის ბრამბიზს" დაუპირისპირდება, რომელიც აბსოლუტურად უმოტივაციოდაა. ამიტომ, ადვილი შესაძლებელია, სტორმერზელებმა მეტოქე უპრობლემოდ სძლიოს.

შარშანდელი ჩემპიონი, პრეტორიის "ბლუ ბულზი" შინ მიიღებს ბლუმფონტეინის "ჩიტაზს". "ლურჯი ხარები" C ჯგუფში 40 ქულით მესამე ადგილზეა და მეორეადგილოსან დურბანის "ნატალ შარქსს" სამი ქულით ჩამორჩება. "ზვიგენები" თავის მხრივ, შინ დაუპირისპირდება B ჯგუფის მეორეადგილოსან სიდნეის "ვორათაზს".

XV ტური
A ჯგუფი
ბრამბიზი-სტორმერზი, რედსი კრუსეიდერზი
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 54, 2. ვორათაზი - 45, 3. ფორსი - 28, 4. ბრამბიზი - 24, 5. მელბურნ რებლზი - 19

B ჯგუფი
ჰარიკენზი-ფორსი 34:28, ჰაილენდერზი-ლაიონზი
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 50 ქულა, 2. კრუსეიდერზი - 48, 3. ჰაილენდერზი - 43, 4. ჰარიკენზი - 34, 5. ჩიფსი - 30

C ჯგუფი
ნატალ შარქსი-ვორათაზი, ბლუ ბულზი-ჩიტაზი
სატურნირო მდგოამრეობა
1. სტორმერზი - 48 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 43, 3. ბლუ ბულზი - 40, 4. ჩიტაზი - 34, 5. ლაიონზი - 19.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული