მაკქოუ კარტერის ნაკვალევზე

AutoSharing Option
ახალი ზელანდიისა და ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზის" კაპიტანმა, 2010 წელს მსოფლიოს საუკეთესო მორაგბედ აღიარებულმა რიჩი მაკაქოუმ შესაძლოა "ოლ ბლექსის" მგეზავ დენ კარტერს მიბაძოს და ახალი ზელანდიის რაგბის კავშირთან ხელშეკრულება გაახანგრძლივოს.

"კონტრაქტზე ხელი ჯერ არ მომიწერია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ უახლოეს დღეებში ამას გავაკეთებ. მოლაპარაკება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და რამოდენიმე პატარა დეტალია დასაზუსტებელი. ცხადია, ახალი კონტრაქტის გაფორმებისთვის რამდენიმე მიზეზი არსებობს, მაგრამ მთავარი მაინც ნაკრების შავი კვართია, რომელსაც ევროპაში გადაბარგების შემთხვევაში ვერაფრით მოვირგებდი".- თქვა ახალი ზელანდიის ნაკრების 30 წლის კაპიტანმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული