მაკქოუმ ჯვაროსნებს იმედი დაუბრუნა

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-12 ტურის მატჩში C ჯგუფის ლიდერმა კეიპთაუნის "სტორმერზმა" შინ წააგო B ჯგუფის ლიდერთან, ყველაზე ტიტულოვან ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზთან" - 14:20.

სტუმართა გუნდმა ტრავმის მოშუშების შემდეგ დაბრუნებული ლიდერის, რიჩი მაკქოუს წინამძღოლობით შესანიშნავად ითამაშეს. თუმცა პირველი ტაიმი მაინც კეპთაუნელებმა მოიგეს მინიმალური სხვაობით - 11:10.

შესვენების შემდეგ მასპინძლებმა მხლოდ ერთი საჯარიმოს გატანა მოახერხეს, მაშინ, როცა ქრაისთჩერჩელებმა თითო გარადასახული ლელო და საჯარიმო მითვალეს. "კრუსეიდერზიდან" თავი შერკინების ბურჯმა უაით კროკეტმა გამოიჩინა, რომლის ანგარიშზეც ორი ლელოა. მგეზავ დენ კარტერის დუბლიორმა მეთ ბერკვისტმა კი ორ-ორი
საჯარიმო და გარდასახვა გაიტანა.

ამ გამარჯვების შემდეგ "კრუსეიდერზს" 44 ქულა დაუგროვდა და B ლიდერ ოქლენდის "ბლუზს" სამი ქულით ჩამორჩება. ქრაისთჩერჩელებ, შედეგად, პლეი ოფს საგრძნობლად მიუახლოვდნენ.

ოქლენდელებმა თავის მხრივ სტუმრად მოუგო თანაჯგუფელ ველინგთონის "ჰარიკენზს" - 17:11. თამაში საკამოდ დაძაბული გამოდგა და სანახაობრივად კარგი ვერ გამოვიდა. გუნდებმა თითო-თითო ლელო გაიტანეს. გადამწყვეტი უპირატესობა სტუმრებმა გარემარბ ლაკი მონროს ოთხი საჯარიმოს წყალობით მიაღწიეს.

A ჯგუფის ლიდერმა ბრისბენის "რედსმა" კი ჯგუფის აუტსაიდერსა და დებიუტანტ "მელბურნ რებლზს" სტუმრად ეთამასა და 33:18 დაამარცხა. "წითლებმა" გამარჯვება ჯერ კიდევ პირველ ნახევარში გაინაღდეს, რომელიც 26:8 მოიგეს. ბრისბენეელებმა მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, თავი გამოიჩინეს სკოტ ჰიგინბოთამმა, რედიკ სამომ, დიგბი იოანმა და დომინიკ შიპერლიმ. გუნდს 13 ქულა მოუტანა მგეზავმა ქუადე კუპერმა (სამი საჯარიმო და ორი გარდასახვა).
ამავე ჯგუფში სიდნეის "ვორათაზმა", რომელიც პლეი ოფში გასვლისთვის იბრძვის, შინ მოუგო პერთის "ფორსს"- 20:15. თუმცა, აღსანიშნავია, რომ 50-ე წუთისთვის პერთელები შუამარბ ჯეიმზ ოკონორის ხუთისაჯარიმოს წყალობით 15:13 იგებდნენ. გამარჯვების ლელო მასპინძლებმა 69-ე წუთზე გაიტანეს. თავი შერკინების კვაჭმა ჯონ ულუგიამ გამოიჩინა. ფულბეკ ქართლი ბეილის ანგარიშზე ორ-ორი საჯარიმო და გარდასახვაა (10 ქულა).

უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა ჩ ჯგუფის მეორეადგილოსანმა დურბანის "ნატალ შარქსმა". "ზვიგენებმა საკუთარ მოედანზე კანბერას "ბრამბიზს" სძლიეს - 34:16. არადა პირველი ტაიმი ბრამბიზელებმა შესანიშნავად ითამაშეს და 16:6 მოიგეს. მასპინძლებმა ხელი შესვენების შემდეგ გამოიღეს და სტუმრებს ოთხი ლელო დაუდეეს. კანბერელთა რბევა გარემარბმა ჯონ პიტერსენმა დაიწყო და სტივენ სასკიმ, ადრიან იაკობსმა და ვილემ ალბერტსმა განაგრძეს.
მგეზავმა პატრიკ ლამბიემ ორი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა მიითვალა (14 ქულა).

ამავე ჯგუფში ბლუმფონტეინის "ჩიტაზმა" სტუმრად გაანადგურა იოჰანესბურგის "ლაიონზი" - 53:19. სტუმრებმა ხუთი ლელო გაიტანეს, აქედან სამი ფულბეკ რაიან ვილჯოენის ანგარიშზეა. მგეზავმა იოსიას ებერსონმა ექვსი საჯარიმო და ოთხი გარდასახვა მიითვალა (26 ქულა).

XII ტური
A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-რედსი 18:33, ვორათაზი-ფორსი 20:15
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 45 ქულა, 2. ვორათაზი - 36, 3. ბრამბიზი - 22, 4. ფორსი - 21, 5. მელბურნ რებლზი - 19.
XIII ტური
რედსი-ბლუზი, ბრამბიზი-ლაიონზი
B ჯგუფი
ჰარიკენზი-ბლუზი 11:17, ჩიფსი-ჰაილენდერზი 20:7,
სატურნირო მდგომარეობა
1. ბლუზი - 47, 2. კრუსეიდერზი - 44, 3. ჰაილენდერზი - 35, 4. ჩიფსი - 25, 5. ჰარიკენზი - 24.
XIII ტური
ჰაილენდერზი-ჰარიკენზი, ჩიფსი-სტორმერზი
ჩ ჯგუფი
ლაიონზი-ჩიტაზი 19:53, სტორმერზი-კრუსეიდერზი 14:20, ნატალ შარქსი-ბრამბიზი 34:16.
სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 43 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 39, 3. ბლუ ბულზი - 31, 4. ჩიტაზი - 25, 5. ლაიონზი - 14.
XIII ტური
ბლუ ბულზი-მელბურნ რებლზი, ჩიტაზი-კრუსეიდერზი



მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული