დაუმარცხებელი ერთია - სტორმერზი

AutoSharing Option
ზე რაგბის გათამაშების მე-6 ტური "მელბურნ რებლზისა" და ველინგტონის "ჰარიკენზის" დაპირისპირებით გაიხსნა. დენი სიპრინიმ და კომპანიამ შესანიშნავად ითამაშა და ახალზელანდიური გუნდი 42:25 დაამარცხა. ეს "რებლზის" მეორე გამარჯვებაა მიმდინარე გათამაშებასა და კლუბის ისტორიაში.

A ჯგუფის ლიდერმა ბრისბენის "რედსმა" კი ბლუმფონტეინის "ჩიტაზს" უმასპინძლა" და იოლად მოუგო - 41:8. მასპინძლებმა მეტოქეს ექვსი ლელო გაუტანეს, აქედან ორ-ორი გარემარბმა როდ დევისმა და ცხრა ნომერმა ვილი გენიამ მიითვალეს.

B ჯგუფის ლიდერმა ქრაისთჩერჩის "კრუსეიდერზმა" კი თავისი საშინაო მატჩი დურბანის "ნატალ შარქსთან" ლონდონში, "თვიქნემზე" გამართა და მეტოქეს 35
ათასი ქომაგის თანდასწრებით 44:28 მოუგო. ქრაისთჩერჩელებმა მეტოქეს ხუთი ლელო გაუტანეს, აქედან ორი გარემარბ შონ მეთლენდის ანგარიშზეა. ყველაზე შედეგიანი კი "კრუსეიდერზის" მგეზავი დენ კარტერი იყო, რომემაც გუნდს 24 ქულა მოუტანა (ერთი ლელო, ხუთი გარდასახვა და სამი საჯარიმო).

აღსანიშნავია, რომ "კრუსეიდერზს" წლეულს მშობლიურ "ემი სთედიუმზე" ასპარეზობა არ მოუწევს, რადგან ის მიწისძვრის შედეგად იმდენად სერიოზულადაა დაზიანებული, რომ მსოფლიო თასის შეხვედრებსაც ვეღარ უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ ქრაისთჩერჩში 18 სექტემბერს საქართველოს ნაკრები ინგლისის ეროვნულ გუნდს უნდა დაპირისპირებოდა. ახლახან გადაწყდა, რომ ეს შეხვედრა დანიდინში გაიმართება. მანამდე კი, 14 სექტემბერს, "ბორჯღალოსნები" დანიდინშივე შოტლანიდიის ნაკრებს ეთამაშება.

C ჯგუფში კვლავ დაუმარცხებელია კეიპთაუნის "სტორმერზი", რომელმაც, ამჯერად, შინ გაანადგურა პერთის "ფორსი" - 51:16. მასპინძლებმა ექვსი ლელოს გატანა შეძლეს, აქედან ორ-ორი შუამარბ ჟაკ ფურის და შერკინების კვაჭ დიონ ფურის ანგარიშზეა. შესანიშნავად ითამაშა მგეზავმა პიტერ გრანტმა, რომელმაც ექვსივე ლელო გარდასახა და სამი საჯარიმოც გაიტანა (21 ქულა).

A ჯგუფი
მელბურნ რებლზი-ჰარიკენზი 42:25, რედსი-ჩიტაზი 41:8, ბრამბიზი-ვორათაზი 22:29
სატურნირო მდგომარეობა
1. რედსი - 22 ქულა, 2. ვორათაზი - 18, 3. ბრამბიზი - 12, 4. ფორსი - 11, 5. მელბურნ რებლზი - 11

B ჯგუფი
ჩიფსი-ბლუზი 13:16, კრუსეიდერზი-ნატალ შარქსი 44:28
1. კრუსეიდერზი - 22 ქულა, 2. ბლუზი - 20, 3. ჰაილენდერზი - 17, 4. ჰარიკენზი - 12, 5. ჩიფსი - 11.

C ჯგუფი
სტორმერზი-ფორსი 51:16, ბლუ ბულზი-ლაიონზი 30:23

სატურნირო მდგომარეობა
1. სტორმერზი - 25 ქულა, 2. ნატალ შარქსი - 20, 3. ბლუ ბულზი - 17, 4. ლაიონზი - 8, 5. ჩიტაზი - 7

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული