ნოემბრის ტესტები დასასრულს მიუახლოვდა

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების ბოლოსწინა სათამაშო დღე შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე საინტერესო გამოვა, რადგან დაპირისპირებული გუნდები მეტ-ნაკლებად თანაბარი ძალისანი არიან.

ძალიან კარგი გუნდის ჩამოყალიებება შეძლო ფილიპ სენტ-ანდრემ. ფრანგების გუნდი ისე დამაჯერებლად ასპარეზობს როგორც არასდროს, რაც მეტწილად "ლე ბლოში" მგეზავის ფრედერიკ მიშალაკის დაბრუნებას უკავშირდება.

გამოცდილი მორაგბე უმალვე იქცა გუნდის ლიდერად და ფრანგები ნებისმიერი მეტოქისთვის, ადვილი შესაძლებელია გადაულახავი ბარიერი გახდეს.

"ლე ბლოს" მეტოქე არანაკლებ მოღონიერებული სამოას ნაკრებია, რომელმაც ნოემბრის ტესტებზე ყველა მატჩი მოიგო. მათ შორის, სამოელებმა სენსაციურად სძლიეს უელსის ნაკრებს.

ფრანგებთან დაპირისპირებაში გამოჩნდება, რამდენად
შორსაა წასული ეს გუნდი.

* * *
უშეღავათო ბრძოლა გაიმართება ლონდონში, "თვიქნემზე", სადაც "პომები" სამხრეთ აფრიკის ნაკრებს უმასპინძლებენ.

"ბოკეს" თავკაცი ჰეინკე მეიერი ახალ გუნდს აშენებს და სამხრეთაფრიკელები განვითარების პიკს, სავარაუდოდ, სწორედ 2015 წლის მსოფლისო თასისთვის მიაღწევენ. მანამდე კი ორივე გუნდს ჯერ კიდევ გრძელი გზა აქვს გასავლელი და 24 ნოემბრის დაპირისპირებაში გამოჩნდება, ამ გზაზე რომელი უფრო წინაა.

ინგლისი-სამ. აფრიკა
ინგლისი: 15. ალექს გუდი, 14. კრის ეშტონი, 13. მანუ ტუილაგი, 12. ბრედ ბარიტი, 11. მაიკ ბრაუნი, 10. ტობი ფლუდი, 9. ბენ იანგზი. 1. ელქს კორბიშიერო, 2. ტომ იანგზი, 3. დენ კოლი, 4. ჯო ლანჩბერი, 5. ჯოფ პარლინგი, 6. ტომ ვუდი, 7. კრის რობშო, 8. ბენ მოგანი.
16. დავიდ პეისი, 17. დევიდ ვილსონი, 18. მაკო ვუნიპოლა, 19. მორის ბოთა, 20. ჯეიმზ ჰესკელი, 21. დენ კერი, 22. ოუენ ფარელი, 23. ჯონათან ჯოსეფი.
სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. იუან დე იონგი, 12. იანი დე ფლიერსი, 11. ფრანსუა ჰუგარი. 10. პატრიკ ლამბიე, 9. რუან პინაარი. 1. ხუთრო სტენკამპი, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. იუანდერ კრუხერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. შხლაკ ბრაიტსი, 17. ჰეინკე ფან დერ მერვე, 18. პატ კილიერსი, 19. ფლიპ ფან დერ მერვე, 20. მარსელ კუცია, 21. ელტონ იანტისი, 22. იაკო ტაუტე, 23. ლვაზი მვოვო.
მსაჯი: ნაიჯელ ოუენსი (უელსი)

* * *
მსოფლიოს თასის მფლობელი ახალი ზელანდიის ნაკრები კარდიფში, "მილენიუმზე" უელსის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება, რომელმაც აქამდე ორიდან ორივე თამაში წააგო.

მიუხედავად იმისა, რომ "წითელ ურჩხულებს" აშკარად კრიზისი აქვთ, "ოლ ბლექსი" თამაშს ძალიან სერიოზულად ეკიდება და სააპარეზოდ უძლიერესი შემადგენლობა გაჰყავს.

უელსი-ახ. ზელანდია
უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. ჯონათან დევისი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ლაიმ ვილიამსი, 10. რი პრსიტლენდი, 9. მაიკ ფილიპსი. 1. პაულ ჯეიმზი, 2. მეთიუ რისი, 3. აარონ ჯერვისი, 4. ბრედლი დევისი, 5. ლუკ ჩარტერისი, 6. რაიან ჯოუნზი, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. კენ ოუენსი, 17. გეტლინ ჯენკინსი, 18. სკოტ ენდრიუ, 19. აარონ შინგლერი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. ტევის კნოლი, 22. ჯეიმზ ჰუკი, 23. სკოტ ვილიამსი.
ახალი ზელანდია: 15. იარაელ დაგი, 14. ქორი ჯეინი, 13. კონრად სმითი, 12. მაა ნონუ, 11. ჯულიან სავეა, 10. დენ კარტერი, 9. აარონ სმითი. 1. ტონი ვუდკოქი, 2. ენდრიუ ჰორი, 3. ოუენ ფრენქსი, 4. ლუკ რომანო, 5. სემ ვაითლოქი, 6. ლიამ მესამი, 7. რიჩი მაქოა, 8. კირან რიდი.
16. დენ კოლი, 17. ვაით კროკეტი, 18. ჩარლი ფაუმუნია, 19. ბროდი რეტალიკი, 20. ვიქტორ ვიტო, 21. პირი ვიპუ, 22. აარონ კრადენი, 23. ბენ სმითი.
მსაჯი: კრეიგ იუბერი (სამხრეთ აფრიკა)

ირლანდია-არგენტინა
ირლანდია: 15. საიმონ ზებო, 14. ტომი ბოუი, 13. ქის ირლზი, 12. გორდონ დარსი, 11. კრეიგ ჯირლოი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. იან ჰილი, 2. რიჩარდ სტრაუსი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა რაიანი, 5. მაიკ მაკარტი, 6. პიტერ ომაჰონი, 7. კრის ჰენრი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. დეივ კილსონი, 18. მაიკ ბენეტი, 19. დონჩა ოაკლაჰანი, 20. იან ჰენდერსონი, 21. ევან რიდანი, 22. რონან ოგარა, 23. ფერგუს მაკფოდენი.
არგენტინა: 15. ხუან მარტინ ერნანდესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. მარსელო ბოსხი, 12. სანტიაგო ფერნანდესი, 11. ხუან იმჰოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდახო. 1. მარკოს აიერსა, 2. ეუსებიო გუნასუ, 3. მაქსიმიალონო ბუსტოსი, 4. მანუელ კარისა, 5. ფარიას კაბეჯო. 6. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, ლეონარდო სენატორე.
16. აუგუსტინ კრევი, 17. ნაუელ ლობო, 18. ფრასნისკო კოდელა, 19. ტომას ველახოსი, 20, ტომას ლეონარდი, 21. ნიკოლას ვერგაჯო, 22. გონსალო ტიესი, 23. მანუელ მონტერო.
მსაჯი: იაკო პეიერი (სამხრეთ აფრიკა)

ნოემბრის ტესტები
24 ნოემბერი
იტალია-ავსტრალია
შოტლანდია-ტონგა
საფრანგეთი-სამოა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველო VS ფიჯი - უფრო რთული თამაში იქნება, ვიდრე იაპონიასთან
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული