ნოემბრის ტესტები: დაწინაურდნენ სამხრეთელები - 3:1

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტების პირველ დღეს სამხრეთელებმა 3:1 მოიგეს. დედამიწის ქვედა ნახევარსფეროს ბობოლათაგან მხოლოდ ერთმა, ავსტრალიის ნაკრებმა წააგო. ახალმა ზელანდიამ, სამხრეთ აფრიკამ და სამოამ კი ევროპულ ტურნეში სტარტი წარმატებულად აიღო.

მსოფლიოს სარაგბო თემი უდიდესი ინტერესით ელოდა დაპირისპირებას კარდიფში, სადაც უელსის ნაკრები ოთხი ერის წლევანდელ ახალბედას, არგენტინის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდა.

ცხადია, ყველას აინტერესებდა, რამდენად წაადგა "პუმებს" წლეულს სამხრეთელ ბობოლებთან ორ-ორჯერ პაექრობა.

არგენტინის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა და მეტოქე 26:12 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სტუმრებმა დაცვაში თითქმის უშეცდომოდ ითამაშეს. ეს კომპონენტი ახლა "პუმების" ყველაზე მძლავრი იარაღია.

მასპინძელთა გუნდმა, რომელიც ევროპაში წლეულს საუკეთესოა, მეტოქეს ლელო ვერ გაუტანა, მაშინ, როცა არგენტინელებმა ორჯერ შეაღწიეს ჩათვლის მოედანში.

ავსტრალიის ნაკრებმა კი პირწმინდად წააგო სტუმრად საფრანგეთის ეროვნულ გუნდთან - 6:33. "ლე ბლო" ამ შეხვედრაში მეტოქეზე ბევრად უფრი სოლიდურად გამოიყურებოდა. თავად განსაჯეთ, "ვოლაბებმა" ექვსი ქულის დაგროვება 21-ე წუთზე შეძლეს და მას შემდეგ მონაგარს ვეღარაფერი შემატეს.

ფრანგებმა მეტოქეს სამი ლელო გაუტანეს. შესანიშნავად ითამაშა სამხრეთ აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნებულმა მგეზავმა ფრედერიკ მიშალაკმა, რომელმაც სამი გარდასახვა, ორი საჯარიმო და ერთი არეკნი გაიტანა.

დაძაბული და უშეღავათო გამოდგა ირლანდიისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებების დაპირისპირება დუბლინში.

"სამყურებმა" მართალია, პირველი ტაიმი 12:3 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში საგრძნობლად გააქტიურებულ "ბოკეს" ქულები ვეღარ აართვეს და 12:16 დამარცხდნენ.

ნოემბრის ტესტები
საფრანგეთი-ავსტრალია 33:6
საფრანგეთი: 15. ბრაის დულინი, 14. ვესლი ფოფანა, 13. ფლორიან ფრიცი, 12. მაქსიმ მერმოსი, 11. ვინსან კლერი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. მაქსიმ მაშენო. 1. იანიკ ფორესტერი, 2. დიმიტრი სზარჟევსკი, 3. ნიკოლა მასი, 4. პასკალ პაპე, 5. იონ მაესტრი, 6. იანიკ ნიანგა, 7. ფულენსე უოდრაოგო, 8. ლუის პიკამოლი.
16. ბენიამინ კაიზერი, 17. ტომა დომინგო, 18. ვინსენ დებატი, 19. ჟოსელინ სუტა, 20. დამიენ შული, 21. მოგან პარა, 22. ფრანსუა ტრინ დუკი.
3ლ: პიკამოლი, ფოფანა, საჯარიმო. 3გ: მიშალაკი. 3გ: მიშალაკი (2), პარა. ა: მიშალაკი.
ავსტრალია: 15. მაიკ ჰარისი, 14. ადამ ეშლი-კუპერი, 13. ბენ ტაპუაი, 12. პეტ მაკკები, 11. ნიკ კამინსი, 10. ქართლი ბეილი, 9. ნიკ ფიპსი. 1. ბენ რობინსონი, 2. ტატაფუ პოლოტა ნაუ, 3. სეკოპე კეპუ, 4. კენ დუგლასი, 5. ნათან შარპი, 6. დეივ დენისი, 7. მაიკლ ჰუპერი, 8. ვიკლიფი პალუ.
16. სტივენ მური, 17. ჯეიმზ სლიპერი, 18. პადი რაიანი, 19. რობ საიმონსი, 20. რადიკე სამო, 21. ლიამ გილი, 22. ბრეტ შინანი.
2ს: ჰარისი.

უელსი-არგენტინა 12:26
უელსი: 15. ლეიგ ჰალპფენი, 14. ალექს კატბერტი, 13. სკოტ ვილიამსი, 12. ჯიმი რობერტსი, 11. ჯორჯ ნორსი, 10. რის პრსიტლენდი, 9. ტევის კნოლი. 1. გეთინ ჯენკინსი, 2. მეტიუ რისი, 3. აარონ ჯერვისი, 4. ალუნ ვინ ჯოუნზი. 5. იან ევანსი, 6. ჯოშ ტურნბული, 7. სემ ვერბარტონი, 8. ტობი ფალეტაუ.
16. რიჩარდ ჰიბარი, 17. რაიან ბევინგტონი, 18. პაულ ჯეიმზი, 19. რობ მაკკუსკერი, 20. ჯასტინ ტიპურიჩი, 21. მაიკ ფილიპსი, 22. ჯეიმზ ჰუკი.
4ს: ჰალპფენი.
არგენტინა: 15. ხუან მარტინ ერნანდესი, 14. გონსალო კამაჩო, 13. გონსალო ტიესი, 12. ფელიპე კონტეპომი, 11. ხუან იმოფი, 10. ნიკოლას სანჩესი, 9. მარტინ ლანდაჰო. 1. მარკოს აიერზა. 2. ეუსებიო გინასუ, 3. ხუან ფიგალო, 4. მანუელ კარისა, 5. ხულიო კაბელო, 6. ლეონარდო სენატორე, 7. ხუან მანუელ ლეგუსამონი, 8. ხუან მარტინ ფერნანდეს ლობე.
16. ავგუსტინ კრევი, 17. ბრუნო პოსტილიონი, 18. ხუან გომესი, 19. ტომას ვალეხოსი, 20. ტომას ლეონარდი, 21. ნიკოლას ვერგალო, 22. ორასიო აგულა.
2ლ: იმოფი, კამაჩო. 2ს: სანჩესი, კონტეპომი. გ,ა: სანჩესი.

ირლანდია-სამხრეთ აფრიკა 12:16
ირლანდია: 15. საიმონ ზებო, 14. ტომი ბოუი, 13. ქის ირლზი, 12. გორდონ დარსი, 11. ენდრიუ ტრიმბლი, 10. ჯონათან სექსტონი, 9. კონორ მურეი. 1. კიან ჰილი, 2. რიჩარდ სტრაუსი, 3. მაიკ როსი, 4. დონჩა რაიანი, 5. მაიკ მაკკარტი, 6. პიტერ ომაჰონი, 7. კრის ჰენრი, 8. ჯიმი ჰისლიპი.
16. შონ კრონინი, 17. დეივ კილსონი, 18. მაიკლ ბენტი, 19. დონჩა ოკალაჰანი, 20. იან ჰენდერსონი, 21. ევან რიდანი, 22. რონან ოგარა.
4ს: სექსტონი.
სამხრეთ აფრიკა: 15. ზან კირხნერი, 14. ჯეი პი პიტერსენი, 13. იაკო ტაუტე, 12. იან დე ფილიერსი, 11. ფრანსუა ჰუგარი, 10. პატრიკ ლამბიე, 9. რუან პინარი. 1. ტენდაი მთავარირა, 2. ადრიან სტრაუსი, 3. იანი დუ პლესი, 4. ებენ ესტებესი, 5. ივანდერ კრუხერი, 6. ფრანსუა ლოუ, 7. ვილემ ალბერტსი, 8. დუეინ ვერმულენი.
16. სხალკ ბურხერი, 17. სი ჯეი ფან დერ ლინდე, 18. პეტ კილიერსი, 19. ფლიპ ფან დერ მერვე, 20. მარსელ კუცია, 21. მორნი სტეინი, 22. იუან დე იონგი.
ლ: პინარი. 3ს,გ: ლამბიე.

შოტლანდია-ახალი ზელანდია 22:51
იტალია-ტონგა 28:23
კანადა-სამოა 12:42


17 ნოემბერი
უელსი-სამოა, იტალია-ახალი ზელანდია, ინგლისი-ავსტრალია, შოტლანდია-სამხრეთ აფრიკა, კანადა-რუსეთი, საფრანგეთი-არგენტინა, აშშ-ტონგა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული