იაპონიამ ნოემბრის გრაფიკი დაამტკიცა

AutoSharing Option
ნოემბრის ტესტებზე საქართველოს ნაკრები ორ შეხვედრას გამართავს. "ბორჯღალოსნების" მეტოქეები იაპონიისა და ფიჯის ეროვნული გუნდები იქნებიან.

იაპონიის რაგბის ფედერაციამ 6 სექტემბერს ოფიციალურად გააცხადა ევროპაში მომავალი ტურნეს გრაფიკი.

ამომავალი მზის ქვეყნის შვილები ნოემბრის დასაწყისში პარიზს ეწვევიან და იქ საწვრთნელ შეკრებას გაივლიან. მერე 10 ნოემბერს ბუქარესტში რუმინეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან, ერთი კვირის თავზე კი თბილისში, ეროვნულ სტადიონზე "ბორჯღალოსნებს" ეთამაშებიან.

აღსანიშნავია, რომ იაპონელთა ტურნე ამით არ სრულდება. საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ ისინი ესპანეთში გაემგზავრებიან და ბილბაოში ბასკეთის ნაკრებს გაეჯიბრებიან. ბოლო შეხვედრას კი ჰავრში ფრანგ "ბარბაროსებთან"
გამართავენ.

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ავსტრალიელი ედი ჯონსია, რომელიც "ვოლაბების" თავკაცი 2001-05 წლებში იყო. მან ახალზელანდიელი რაგბის ლეგენდა ჯონ ქირვანი შეცვალა. სწორედ მის სახელთანაა დაკავშირებული იაპონიის ნაკრებში ნატურალიზებული მოთამაშეების მიწვევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული