ჯონა ლომუ ისევ ოპერაციისთვის ემზადება

AutoSharing Option
ლეგენდარული ახალზელანდიელი მორაგბის, ჯონა ლომუს სიცოცხლე ისევ საფრთხეშია.

ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო გარემარბს თირკმელები აწუხებს. მან რამდენიმე წლის წინათ ერთხელ უკვე გაიკეთა ოპერაცია, თუმცა მდგომარეობა შარშან, ახალ ზელანდიაში გამართული მსოფლიოს თასის გათამაშების დაწყებამდე ისევ გაურთულდა.

შეგახსენებთ, რომ ჯონა ლომუ "ოლ ბლექსის" შემადგენლობაში მსოფლიოს თასის ორი გათამაშების მონაწილეა. 1995 წელს სამხრეთ აფრიკაში, მაშინ, როცა ლომუ ჯერაც 20 წლის იყო, ხუთ მატჩში შვიდი ლელო გაიტანა და საკუთარი თამაშის მანერით რაგბიში რევოლუცია მოახდინა.

"ყველანაირად ვცდილობ გადავრჩე. უკვე მერამდენე თვეა, დიალიზზე ვიმყოფები და გამორიცხული
არ არის, კიდევ ერთხელ მომიწიოს თირკმელის გადანერგვა" - თქვა ფრანგულ "ფიგაროსთან" საუბრისას ჯონა ლომუმ.

აღსანიშნავია, რომ პირველი ოპერაციის შემდეგ ჯონამ რამდენჯერმე სცადა რაგბიში დაბრუნება. ბოლო გუნდი, რომელშიც მსოფლიოს რაგბის ლეგენდამ ითამაშა, ფრანგული "მარსელი" იყო. მისი თანაგუნდელი კი საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი გია ლაბაძე გახლდათ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული