ბრაიან ოდრისკოლი მალე დაბრუნდება

AutoSharing Option
ირალანდიის ნაკრებისა და "ლენსტერის" ლიდერი, შუამარბი ბრაიან ოდრისკოლი მოედანს სავარაუდოდ წლევანდელი სეზონის მიწურულს დაუბრუნდება.

33 წლის ლეგენდარულმა მორაგბემ მხარი დაიშავა და მკურნალობის კურსს გადის. მას ძალიან უნდა, რაც შეიძლება მალე გამოჯანმრთელდეს და "ჰეინეკენის თასის" მეოთხედფინალში გასულ "ლენსტერს" დაუბრუნდეს.

"გამოჯანმრთელების პროცესი ძალიან კარგად მიდის და იმედი მაქვს, რომ სეზონის მიწურულს თამაშს შევძლებ. რეაბილიტაციის პროცესში არასტაბილური პერიოდები მქონდა, თუმცა ახლა ყველაფერი რიგზეა.

სხეული ყველა პროცესზე დადებითად რეაგირებს. მხარის ტრავმის გამო იძულებითმა დასვენებამ, მთლიანად ორგანიზმზე კარგად იმოქმედა. დავისვენე და ძალები აღვიდგინე.

ძალიან ვწუხვარ,
ექვსი ერის გათამაშებაში რომ ვერ ვთამაშობ, თუმცა მინც გუნდთან ერთად ვიქნები. უელსში აუცილებლად გავემგზავრები.

ირლანდიის რაგბის კავშირის პრეზიდენტმა ფილ ბრაუნმა VIP ლოჟის ორი ბილეთი მიშოვა" - თქვა ბრაიან ოდრისკოლმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული