ტობი ტუილაგი და მანუ ფლუდი უელსისთვის ემზადებიან

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების მგეზავი ტობი ფლუდი და შუამარბი მანუ ტუილაგი მუხლის მყესის დაჭიმულობას უჩივიან. თუმცა ისინი მოწადინებულნი არიან დროულად გამოჯანმრთელდნენ და ექვსი ერის გათამაშების პირველ მატჩში ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში იასპარეზონ.

აღსანიშნავია, რომ "ლესტერ ტაიგერზი", რომელშიც ფლუდი და ტუილაგი თამაშობენ, იმ დროისთვის საკმაოდ ბევრ მოთამაშეს დაკარგავენ. ასე, მაგალითად, საკუთარი ქვეყნების ნაკრებებში გამოძახებულნი არიან მარტინ კასტროჯოვანი, ტომ კროფტი, დენ კოლი და ბენ იანგზი.

"სანამ ინგლისის ნაკრებში ითამაშებენ ტობი ფლუდი და მანუ ტუილაგი, იმედი მაქვს "ლესტერ ტაიგერზის" შემადგენლობაში ორიოდ მატჩში ასპარეზობას შეძლებენ. თუ "პომებმა"
შოტლანდიის ნაკრებთან მათ გარეშე ითამაშეს და წააგეს, მაშინ უელსთან თებერვალს აუცილებლად მწყობრში უნდა ჩადგნენ.

სწორედ ამის მერეღა იქნებაშესაძლებელი მათი თამაში ინლგისის ჩემპიონატის შეხვედრებში" - თქვა "ლესტერ ტაიგერზის" მთავარმა მწვრთნელმა რიჩარდ კოკერლიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული