ვარსკვლავებით მოჭედილი იტალიის ცა

AutoSharing Option
იტალიაში დაიწყო მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელშიც ელიტური სარაგბო ქვეყნების 12 გუნდი ასპარეზოებს. პირველი ტურის შეხვდრებში მოულოდნელი არაფერი მომხდარა. ერთადერთი, რაც უცნაურად შეიძლება მოგვეჩვენოს, A ჯგუფში არგენტინის ნაკრების უელსელ თანატოლებთან დიდი ანგარიშით მარცხია - 8:34. ამავე ჯგუფში, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრებმა მასპინძელთა გუნიდ 64:7 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ "უმცროს ოლ ბლექსში" რამდენიმე ისეთი მორაგბე თამაშობს, რომლებსაც უკვე ეროვნულ ნაკრებში ასპარეზობის გამოცდილება აქვთ. ესენია: მეორეხაზელი სემ ვაითლოქი, მგეზავი აარონ კრადენი, გარემარბი ზაგ გილფორდი და შუამარბი რაიან კროფთი.

ასევე დიდი ანგარიშით მოიგო
B ჯგუფის ფავორიტმა ავსტრალიის ნაკრებმა ტონგელ თანატოლებთან დაპირისპირებაში - 54:7. ფრანგებმა კი გაჭირვებით სძლიეს ფიჯელებს 24:12.

პირველი გამარჯვება მიითვალა ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა. "უმცროსმა ბოკემ", რომელიც ჩ ჯგუფში ასპარეზობს, შოტლანდიის ნაკრებს მშრალი ანგარიშით 33:0 მოუგო და კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი ამბიციების საფუძვლიანობა.

ამავე ჯგუფში ინლგისის ნაკრებს, მართალია, ოდნავ გაუჭირდა, მაგრამ მაინც შეძლო ირალნდიელების წინააღმდეგობის დაძლევა - 33:25.

A ჯგუფი
არგენტინა-უელსი 8:34, იტალია-ახალი ზელანდია 7:64,
სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 5 ქულა, 2. უელსი - 5, 3. არგენტინა - 0, 4. იტალია - 0.
B ჯგუფი
ავსტრალია-ტონგა 54:7, საფრანგეთი-ფიჯი 24:12
სატურნირო მდგოამრეობა
1. ავსტრალია - 5 ქულა, 2. საფრანგეთი - 4, 3. ფიჯი - 0, 4. ტონგა - 0
ჩ ჯგუფი
ინგლისი-ირლანდია 33:25, სამხრეთ აფრიკა-შოტლანდია 33:0
სატურნირო მდგომარეობა
1. სამხრეთ აფრიკა - 5 ქულა, 2. ინგლისი - 5, 3. ირლანდია - 0, 4. შოტლანდია – 0.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული