ექვსი ერი. ბოლო ტური: რეკორდი არ შედგა

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრებმა რეკორდის დამყარება ვერ შეძლო. "პომებმა" ექვსი ერის ბოლო ტურის მატჩი სტუმრად გამართა ირლანდიის ეროვნულ გუნდთან და 9:13 დამარცხდა.

ინგლისის ნაკრებმა 18-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა, რითაც ახალი ზელანდიის ნაკრების რეკორდი გაიმეორა.

აღსანიშნავია, რომ ინგლისელებს, ისევე, როგორც "ოლ ბლექსს", წაუგებელი სერია ირლანდიის ნაკრებმა შეაწყვეტინა.

"სამყურებმა" დაცვაში შესანიშნავად ითამაშეს და მეტოქეს ლელოს გატანის საშუალება არ მისცეს. "პომები" მხოლოდ ოუენ ფარელის სამ საჯარიმოს დასჯერდნენ. შედეგად, ირლანდიელებმა 14 ქულის მოგროვება და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილის დაკავება შეძლეს.

"ხის კოვზი", როგორც მოსალოდნელი იყო, იტალიის
ნაკრებს ერგო. "სკუადრა აძურამ" ბოლო, მეხუთე მატჩი სტუმრად წააგო შოტლანდიის ნაკრებთან - 0:29.

ექვსი ერი. V ტური
შოტლანდია-იტალია 29:0
შოტლანდია: 4ლ - რასელი, სკოტი, ვიზერი, სეიმური. 3გ - რასელი. ს - ჰოგი

საფრანგეთი-უელსი 20:18
საფრანგეთი: 2ლ - ლამერა, შული. 2ს,2გ - ლოპესი
უელსი: 6ს - ჰალპფენი

ირლანდია-ინგლისი 13:9
ირლანდია: ლ - ჰენდერსონი. 2ს,გ - სექსტონი
ინგლისი: 3ს - ფარელი

სატურნირო მდგომარეობა
ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ
1. ინგლისი 5 4 0 1 +65 19 3
2. ირლანდია 5 3 0 2 +49 14 2
3. საფრანგეთი 5 3 0 2 +17 14 2
4. შოტლანდია 5 3 0 2 +4 14 2
5. უელსი 5 2 0 3 +16 10 2
6. იტალია 5 0 0 5 -151 0 0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული