ოთხი ერი: "ოლ ბლექსის" ექვსიდან ექვსი და გამარჯვება

AutoSharing Option
ოთხი ერის გათამაშება, როგორც მოსალოდნელი იყო, ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ბოლო ტურში მხოლოდ მეორე ადგილის მფლობელის ვინაობა იყო გასარკვევი. ოღონდ, პრეტენდენტები ერთმანეთს არ ეთამაშებოდნენ.

სამხრეთ აფრიკა შინ ეთამაშა ახალ ზელანდიას. მატჩისთვის "ბოკე" განსაკუთრებით ემზადებოდა. უნდოდა "ოლ ბლექსისთვის" საგრძნობი წინააღმდეგობა გაეწია, თუმცა ამისგან არაფერი გამოვიდა.

ახალი ზელანდიის ნაკრებმა მასპინძლებს ცხრა ლელო გაუტანა და 57:15 მოუგო. "ბოკემ" მეტოქის ლელოში ერთხელაც ვერ შეაღწია. "ოლ ბლექსიდან" ორ-ორი ლელო ბოდენ ბარეტმა, თი ჯეი პერენარამ და ისრაელ დაგმა მიითვალეს. კვლავ გამორჩეული იყო გასული წლის მსოფლიოს
საუკეთესო მორაგბე, მეორეხაზელი ბროდი რეტალიკი.

სამხრეთაფრიკელებს სატურნირო ცხრილში ავსტრალიამ გადაუსწრო, რომელმაც ლონდონში, "თვიქნემზე" სძლია არგენტინის ეროვნულ გუნდს - 33:21. ამ შეხვედრაში ორი ლელო სამუ კერევიმ გაიტანა.

ტურნირის სიმბოლური ნაკრები
15. ბენ სმითი (ახალი ზელანდია), 14. ისრაელ დაგი (ახალი ზელანდია), 13. ენტონი ლინერტ-ბრაუნი, 12. რაიან კროტი (ახალი ზელანდია), 11. ჯულიან სავეა, 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. ვილი გენია (ავსტრალია). 1. ნოელ ჩაპარო (არგენტინა), 2. დენ კოლი (ახალი ზელანდია), 3. ვინსენტ კოხი (სამხრეთ აფრიკა), 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 5. პიტერ-სტეფ დუ ტუა (სამხრეთ აფრიკა), 6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია), 7. მაიკლ ჰუპერი (ავსტრალია), 8. ფაკუნდო ისა (არგენტინა).

ოთხი ერი. VI ტური
სამ.აფრიკა-ახ.ზელანდია 15:57
სამ.აფრიკა: 5ს - მ.სტეინი
ახ.ზელანდია: 9ლ - დაგი (2), პერენარა (2), ბარეტი (2), ბ.სმითი, ტეილორი, სქუაირი. 6გ - ბარეტი (3), სოპოაგა (3)

არგენტინა-ავსტრალია 21:33
არგენტინა: 2ლ - ალემანო, დე ლა ფუენტე. 3ს,გ - გონსალეს იგლესიასი.
ავსტრალია: 4ლ - კერევი (2), კოლემანი, მამი. 3ს,2გ - ფოლი.

სატურნირო მდგომარეობა
1. ახალი ზელანდია - 30 ქულა, 2. ავსტრალია - 14, 3. სამხრეთ აფრიკა - 10, 4. არგენტინა - 5.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული