ქუადე კუპერს ბრალდება მოუხსნეს

AutoSharing Option
ბრისბენის "რედსისა" და ავსტრალიის ნაკრების მგეზავ ქუადე კუპერს ბრალდება მოუხსნეს. სასამრთლო პროცესზე განმეორებით მოსმენას კუპერი არ დასწრებია, რადგან ავსტრალიის ნაკრების სავრთნელ შეკრებაზეა და დიდი შანსია, 24 ივლისს სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან მატჩში ძირითად შემადგენლობაში ითამაშოს.

22 წლის კუპერს, რომელმაც "ვოლაბების" შემადგენლობაში 15 კეპის მოხვეჭა მოასწრო, ქურდობა ბრალდებოდა. მოსარჩელის განცხადებით, მან სერფინგისტებს ორი პერსონალური კომპიუტერი მოპარა.

კუპერის ადვოკატების თქმით, სასამართლოზე მოსარჩელემ ვერ წარმოადგინა კუპერის დანაშაულის დამაჯერებელი მტკიცებულება. ამიტომ მართლმსაჯულებამ გადაწყვიტა, მას ბრალდება მოუხსნას და უდანაშაულოდ სცნოს.

ავსტრალიის რაგბის კავშირი უახლოეს დღეებში თავად
მიიღებს გარკვეულ სადამსჯელო სანქციებს, რადგან კუპერისთვის ეს არ იყო ერთადერთი სამართალდარღვევა. ორი კვირის წინ ავტომობილით მოძრაობისას წესის დარღვევის გამო 7 500 ავსტრალიური დოლარით (4 350 გირვანქა სტერლინგი) დააჯარიმეს.

"მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩემთვის ამ უმძიმეს დღეებში გვერდში დამიდგა, მეხმარებოდა. განსკუთერბით ოჯახის წევრებს და მეგობრებს. მოხარული ვარ, რომ ყველა სიძნელე უკან დარჩა და მხოლოდ ავსტრალიის ნაკრებში თამაშზე კონცენტრაციის საშუალება მეძლევა". - თქვა ქუადე კუპერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული