ბოთა ცხრა კვირით დასაჯეს

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელ ბაკის ბოთას შANძAღ-მა (სამი ერის გათამაშების ორგანიზაოტრი) ცხრაკვირიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯა.

"ბოკესა" და მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეორეხაზელს სასჯელის ვადა 4 სექტემბრის შემდეგ უმთავრდება. არადა, სამხრეთ აფრიკის ნაკრები სწორედ ამ დღეს სამი ერის გათამაშების ბოლო შეხვედრას გამართავს ბლუმფონტეინში ავსტრალიის ნაკრებთან.
ბაკის ბოთასთვის ეს დისკვალიფიკაცია წლეულს პირველი არ არის. ის ზე 14 -ის წლევანდელ გათამაშებაში არასპორტული საქციელისთვის დასაჯეს. და ივნისის ტესტებიც გამოტოვა. ახლა სამი ერიც ბოთას გარეშე ჩაივლის. მან ახალი ზელანდიის ნაკრებთან პირველი ტურის მატჩში მეტოქეს, ცხრა ნომერ ჯიმი ქოუანს

თავი ჩაარტყა.

ახალი ზელანდიის ნაკრების მწვრთნელი გრემ ჰენრი ბოთას ასეთი სასჯელით უკმაყოფილოა:

"ბოთამ მადლობა უნდა თქვას, ცხრა კვირა რომ აკმარეს. ის, რაც მან გააკეთა, რაგბიში არ მოსულა. თამაშს ავტორიტეტს უკარგავს და არც მისთვის მოაქვს სარგებელი".

ჰენრიმ მატჩის შესახებაც გააკეთა მოკლე კომენტარი:

"ვიცოდი, რომ აუცილებლად მოვიგებდით, მაგრამ დიდი ანგარიში ჩემთვისაც მოულოდნელობა იყო. ახლა ეს მატჩი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავივიწყოთ და მომავალ შეხვედრაზე ვიფიქროთ. მსოფლიოს ჩემპიონები ახლა დაჭრილი ნადირივით არიან და ველინგთონში რევანშის წყურვილით გულანთებულები შემოგვასკდებიან.

ამას გარდა, სამხრეთ აფრიკის ნაკრებში ძალიან ბევრი ჭკვიანი მოთამაშეა. მათ კარგად იციან, როგორ განეწყონ მატჩისთვის და მუდმივად შეუძლიათ თამაშის გაუმჯობესება, ასე, რომ ველინგთონში უმძიმესი შეხვედრა გველის."




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული