დენ კარტერმა ოპერაცია გაიკეთა

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების მგეზავმა დენ კარტერმა ფეხის ტერფზე ოპერაცია გაიკეთა. კარტერს ტკივილები სამ თვეზე მეტია, აწუხებდა და ტრავმა სამი ერის დაწყებისას გაუმიზეზდა.

დენმა ოპერაციის გაკეთება სამხრეთ აფრიკასთან გასულ უქმეებზე სტუმრად მოგებული მატჩის შემდეგ გადაწყვიტა. როგორც ნაკრების ექიმმა დებ რობინსონმა თქვა:

"ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. საბედნიეროდ, გართულებები თავიდან ავიცილეთ. სახსრები და მყესები წესრიგში აქვს და მის მალე გამოჯანმრთელებას ველით".

ექიმების დასკვნით, დენ კარტერი მხოლოდ ერთ საერთაშორისო შეხვედრას გამოტოვებს 11 სექტემბერს ავსტრალიის ნაკრებთან და ნოემბრის ტესტებისთვის სრულ მზადყოფნაში იქნება.

"ჩემთვის უმთავრესი შეჯიბრება 2011
წლის მსოფლიო თასის გათამაშებაა. ამიტომ მთელი ყურადღება ახლა რეაბილიტაციის პროცესის წარმატებით დასრულებისკენ მაქვს გადატანილი, რათა მსოფლიო რაგბის ამ უდიდეს ფორუმს სრულ მზადყოფნაში შევხვდე" - თქვა დენ კარტერმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული