სამი ერი დამოკლდება

AutoSharing Option
სამი ერის გათამაშება 2011 წელს შეცვლილი, უფრო მოკლე ფორმატისა იქნებაება. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ბოლო მატჩი მსოფლიო თასის გათამაშების დაწყებამდე ორი კვირით ადრე ჩატარდება. სანზარ-ის მიერ გამოქვეყნებული განრიგის მიხედვით სულ ექვსი მატჩი გაიმართება. პირველ შეხვედრაში 23 ივლისს ავსტრალია სიდნეიში სამხრეთ აფრიკის ნაკრებს მიიღებს. ბოლო მატჩში კი, ბრისბენში 27 აგვისტოს "ვოლაბები" ბლედისლოუს თასისთვის ახალი ზელანდიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამი ერის გათამაშების შედარებით გვიან დაწყება ზეპურ რაგბიში განხორცილებული სიახლეებითაა გამოწვეული. მომავალ წელს ზე 14-ს ერთი გუნდი, "მელბურნ რებლზი" დაემატება და
ზე 15-ად გადაკეთდება, რის გამოც ტურნირის ფორმატი შეიცვალა და გახანგრძლივდა.

2011 წლის კალენდარი

23 ივლისი
ავსტრალია-სამხრეთ აფრიკა

30 ივლისი
ახალი ზელანდია-სამხრეთ აფრიკა

6 აგვისტო
ახალი ზელანდია-ავსტრალია

13 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ავსტრალია

20 აგვისტო
სამხრეთ აფრიკა-ახალი ზელანდია

27 აგვისტო
ავსტრალია-ახალი ზელანდია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული