მაკქოუ და კარტერი შინ დატოვეს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გრემ ჰენრიმ სამი ერის გათამაშებაში სამხრეთ აფრიკაში წამსვლელთა სია განაცხადა, რომელშიც კაპიტანი რიჩი მაკქოუ და მგეზავი დენ კარტერი არ არიან.

"ოლ ბლექსი" "ბოკესთან" მატჩს 20 აგვისტოს პორტ ელიზაბეტში გამართავს. ჰენრიმ სამხრეთ აფრიკაში, მაკქოუსა და კარტერის გარდა, ძირითადი შემადგენლობის კიდევ შვიდი მოთამაშე არ წაიყვანა. ესენია: ოუენ ფრენქსი, კორი ფლინი, ბრედ თორნი, კირან რიდი, კონრად სმიტი, მალილი მულიაინა და სიტივენი სივივატუ.

ახალი ზელანდია
შერკინება: ჯონ აფოა, უაიტ კროკეტი, ბენ ფრენქსი, ჯერარდ ჰოეტა, ენდრიუ ჰორი, ჯერომ კაინო, კევინ
მეალამუ, ლიამ მესამი, ადამ თომსონი, სამუელ უაითლოქი, ალი ვილიამსი, ტონი ვუდკოქი, ვიქტორ ვიტო.
უკანა ხაზი: ჯიმი ქოუანი, იზრაელ დაგი, ენდი ელისი, ჰოსე გეარი, ზაკ გილფორდი, რიჩარდ კაჰუი, ქორი ჯეინი, მაა ნონუ, კოლინ სლედი, ისაი ტოეავა, პირი ვიპუ, სონი ბილ ვილიამსი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული