ქუადე კუპერმა დაიფიცა

AutoSharing Option
ავსტრალიის ნაკრების მგეზავმა ქუადე კუპერმა დაიფიცა, რომ არაფერს დაიშურებდა, ძალას და ღონეს არ დაზოგავდა სამი ერის დარჩენილ შეხვედრებში გამარჯვების მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ კუპერმა ორკვირიანი დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვა სამი ერის მატჩი ქრაისთჩერჩში ახალი ზელანდიის ნაკრებთან გამოტოვა და მატჩს ტრიბუნიდან ადევნა თვალი.

"ძალიან ძნელი, როცა ტრიბუნაზე ზიხარ და თანაგუნდელებს იქიდან უყურებ, ვერაფრით ეხმარები. თანაც ახალი ზალანდიის ნაკრებთან, რომელიც ჩვენი ყველზე პრინციპული მეტოქეა. ძალიან მინდა, მათ წინააღმდეგ ვითამაშო, მაგრამ ფატალურად არ მიმართლებს. ვერაფრით შევძელი, "კივებთან" ძალა მოვსინჯო" - თქვა მან.

ახალ ზელანდიაში დაბადებული
ბრისბენის "რედსის" მგეზავი სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან დარჩენილ ორ შეხვედრაში სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას გვპირდება.

"პირობას გაძლევთ, სამხრეთ აფრიკასთან მხოლოდ გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ. პირველი მატჩი გაიმართება 28 აგვისტოს პრეტორიაში, "ლოფტუს ვესტფილდზე", სადაც 60 წელიწადია, არ მოგვიგია. მერე, კვირის თავზე არანაკლებ ძნელი ბრძოლა გველის დურბანში. ერთი სიყვით, ყველაფერი უნდა ვიღონოთ, რათა მსოფლიოს ჩემპიონები მათ საუკეთესო სარაგბო არენებზე რომ დავამარცხოთ"- განაცხადა ქუადე კუპერმა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული