ოლ ბლექსი მსოფლიო თასს უმიზნებს

AutoSharing Option
ახალი ზელანდიის ნაკრბმა სამი ერის გათამაშებაში გასულ უქმეებზე ავსტრალიის ეროვნულ გუნდს მოუგო და ბლედისლოუს თასი შეინარჩუნა. "ოლ ბლექსმა" ახლა მიზანად 21 აგვისტოს სტუმრად სამხრეთ აფრიკის ნაკრების ძლევა და მომავალ წელს მსოფლიო თასისთვის ბრძოლა დაისახა.

ავსტრალიასთან გამარჯვების შემდეგ პირეველს მოთმინება "ოლ ბლექსის" შუამარბ კონრად სმითს არ ეყო და გუნდის სამომავლო გეგემები "დაფქვა": "ახლა ჩვენი მიზანია ძალების კონცენტრირება გაისად გასამართი მსოფლიო თასის გათამაშებისკენ მივმართოთ. მთავარია, გუნდის ამჟამინდელი სათამაშო ფორმის შენარჩუნება შევძლოთ. ავსტრალიის ნაკრებთან დაცვაში, თუ ერთადერთ შეცდომას არ ჩავთვლით, შესანიშნავად ვითამშეთ. შეტევაში
კი ყველაფერი სწრფად და ზუსტად გამოგვდის.

21 აგვისტოს უმძიმესი გამოცდა გველის "ბოკესთან" მატჩში, 90 ათასი სამხრაეთაფრიკელი ქომაგის გამაყრუებელი გნიასის თანხლებით. შარშან სამხრეთ აფრიკაში ორივე შეხვედრა წავაგეთ ბლუმფონტეინსა და დურბანში. ვეცდებით იოჰანესბურგში უკეთ ვითაამშოთ. იქ გამოჩნდება რეალურია თუ არა ჩვენი ამბიცია ფავორიტებად ვითვლებოდეთ მსოფლიო თასის მომავალ გათამაშებაში " - თქვა კონრად სმითმა.

"სამი ერის პირველი ორი მატჩისგან განსხვავებით, სამხრეთ აფრიკის ნაკრები ამჯერად ბევრად უკეთ ითამაშებს. ჩვენ ამ მატჩში საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვექმნება, თუმცა აღგეზიდან არავითარ შემთხვევაში არ გადავუხვევთ. გუნდი არჩეულ სტილს არ უღალატებს და ვეცდებით ის კიდევ უფრო დავხვეწოთ" - ეს უკვე "ოლ ბლექსის" თავკაცის გრემ ჰენრის სიტყვებია.

იოჰანესბურგული მატჩის წინ საკმაოდ იმედიანადაა ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანი რიჩი მაკქოუ:

"კარგია, რომ ამ უმძიმეს მატჩამდე ერთი კვირით დასვენების საშუალება მოგვეცა. სამი ერის განვლილმა ხუთმა კვირამ ბევრი ენერგია წაიღო. ემოციბისგან თითქმის მთლიანად დავიხარჯეთ. სამი ერის მოგებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ვეცდებით ჩემპიონობისთვის განკუთვნილი ჯილდო იოჰანესბურგში აღვმართოთ.

ეს სიმბოლური იქნება, სამი ერის ჩემპიონი ამჟამად სამხრეთ აფრიკაა და თუ დავამარცხებთ ტიტულს ჩამოვართმევთ. შემდეგი გაჩერება კი მსოფლიო თასის გათამაშებაა. ვებ ელისის თასიც სამხრეთაფრიკელებისაა და ისიც ჩვენ უნდა დავისაკუთროთ" - თქვა "კივების" გუნდის თავმა.

მაკქოუს მხარი აუბა ახალი ზელანდიის ნაკრების ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა მოთამაშემ, ფულბეკმა მალილი მულიაინამ, რომელიც სამი ერის წლევანდელ გათამაშებაში საუკეთესო მელელოვეა. მის ანგარიშზე ჯერჯერობით ოთხი ლელოა.

"ქრაისჩერცში ავსტრალიის ნაკრებთან მიღწეული გამარჯვება საშუალებას გვაძლევს სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდთან დაპირისპირებას ფსიქოლოგიურად მყარად დავხვდეთ. ამასთან, ისიც გასათვალისწინებელია, რომ შარშან, როცა ცუდ ფორმაში ვიყავით, "ბოკესთან" ორივე გასვლითი მატჩი წავაგეთ და ახლა ამისთვის რევანში უნდა ავიღოთ.

უმძიმესი მატჩისთვის მოსამზადებლად დრო საკმარისი გვაქვს. დაცაში, ვფირობთ, ყველაფერი რიგზეა, ცოტა მეტი მუშაობა გვჭირდება თავდსხმაში თავბრუდამხვევი კომბინაციების დასამუშავებლად. უნარიანი, რაციონალური თამაშის წყალობით იოჰანესბურგის "აღება", ვფიქრობ, სავსებით რეალურია.

მერე კი... მერე მსოფლიო თასზეც ვიფიქრებთ. დიდი ხანია ვებ ელისის თასი ახალ ზელანდიაში არ ჩაგვიტანია. ჩვენი ქომაგები მოუთმენლად ელიან და ყველანაირად ვეცდებით, 2011 წელს ის ახალი ზელანდიდან არავის გავატანოთ" - თქვა მულიაინამ.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული