მაქკოუს რვა ნომერზე ამზადებენ

AutoSharing Option
სამი ერის გათამაშებაში, შაბათს ახალი ზელანდიის ნაკრები მსოფლიოს თასის ამჟამინდელ მფლობელ სამხრეთ აფრიკის ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. "ოლ ბლექსისთვის" მიმდინარე შეჯიბრებაში ეს პირველი შეხვედრაა და პრობლემებით აღსავსე "ბოკეს" შესაძლოა, ექსპერიმენტული შემადგენლობით დახვდეს.

ექსპერიმენტი კი, შესაძლოა, არც მეტი, არც ნაკრლები, ახალი ზელანდიის ნაკრების კაპიტანს და ლიდერს, რიჩი მაკქოუს შეეხოს. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მორაგბე, გამორიცხული არ არის, სამხრეთაფრიკელებთან მატჩში რვა ნომრის პოზიციაზე დააყენონ. თუმცა ამას უარყოფს "ოლ ბლექსის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი სტივ ჰანსენი, თუმცა ამავე დროს კატეგორიულიც არ არის.

"რიჩი მაკქოუ მსოფლიოში საუკეთესო
ფლანკერია (N:7), ამიტომ მისი რვა ნომერზე გადაყვანა თუნდაც ერთ შეხვედრაში სწორი არ იქნებოდა. ჩვენ გვჭირდება, რომ წინა ხაზში მოძრავი, სწრაფი და შრომისუნარიანი მოთამაშე გვყავდეს. მაკქოუ სწორედ ასეთია. ის თავისი თამაშით რვა ნომერს გარჯას უადვილებს, რაც ხშირ შემთხვევაში ჩვენი გუნდის წარმატების საწინდარია.

ისე, მაკქოუს სიდიადე იმაშიცაა, რომ რვა ნომერზეც არანაკლებ ეფექტურად შეუძლია თამაში და ზოგადად, გაჭირვების ჟამს, სათადარიგო რვა ნომრად მოვიაზრებთ" - თქვა სტივ ჰანსემა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული