სამ ერზე A ნაკრებით

AutoSharing Option
სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელმა პიტერ დე ფილიერსმა იმ 27 მორაგბის ვინაობა გააცხადა, ვინც სამი ერის გათამაშებაში იასპარეზებს. აღსაიშნავია, რომ "ბოკეს" 21 მორაგბე ტრავმრებულია და ამჟამინდელი შემადგენლობა, თამამად შეიძლება ითქვას, რომ სამხრეთ აფრიკის A ნაკრებია.

დე ფილიერსმა ნაკრებში, ამჯერად, მსოფლიო თასის მფლობელი ხუთი მორაგბე მიიწვია. ექვსი კი ისეთი მოთამაშეა, ვინც ეროვნული გუნდის კვართს პირველად მოირგებს. ესენია: ელტონ იანტისი, შარლ მაკლოიდი, ეშლი ჯონსი, კონი ოოსტჰუიზენი, ვერნერ კრუხერი და დინ გრელინგი.

"ბოკემ" ვარჯიში იოჰანესბურგში გუშინ დაიწყო და ავსტრალიაში 15 ივლიის გაემგზავრება, სადაც ერთი
კვირის თავზე "ვოლაბებს" დაუპირისპირდება.

სამხრეთ აფრიკა
შერკინება: ჰაინრიხ ბროსუ, იან დეიზელი, დინ გრეილინგი, ალისტერ ჰარგრეივსი, რაიან კანკოვსკი, ვერნერ კრუხერი, ეშლი ჯონსონი, ჯონა მიულერი, კონი ოოსტჰუიზენი, ჩილიბოი რელეპელე, დენი როსუ, ჯონ სმიტი, დეონ სტიგმანი, ადრიან სტრაუსი, ფილიპ ფან დერ მერვე.
უკანა ხაზი: ხიო ეპლონი, ბიორნ ბესონი, ჟუან დე იონგი, ადრიან იაკობსი, ელტონ იანტისი, პატრიკ ლამბიე, შარლ მაკლოიდი, ლვუაზი მვოვო, ოდოვა ნდუნგანე, ვინანდ ულიფიე, რუან პინარი, მორნი სტეინი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული